ბუნდესლიგა. XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პისაროს სევდიანი იუბილე

AutoSharing Option
* ბერლინის "ჰერტას" უკვე იმდენი ქულა (35) აქვს, რამდენიც მთელი წინა სეზონის განმავლობაში.

* ფილიპ ლამმა ბუნდესლიგაში თავისი 350-ე მატჩი ჩაატარა. ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, საერთო სიაში "ბაიერნის" კაპიტანი მე-4 ადგილზეა.

* "ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" მატჩის პირველ ტაიმში კარისკენ სულ ორი დარტყმა იყო. ასე ცოტა დარტყმა ბუნდესლიგის მატჩის ერთ ტაიმში 2010 წლის მერე არ ყოფილა. მაშინ "დორტმუნდმა" და "ჰამბურგმა" იყოჩაღეს.

* "დარმშტადტის" კაპიტანს, აიტაჯ სულუს 5-ივე გოლი საგარეო შეხვედრებში აქვს გატანილი.

* "დარმშტადტს" ბოლო 3 საგარეო მატჩია, მინიმუმ 2 გოლი
გააქვს.

* "ჰანოვერს" უკვე 52 მატჩია ბუნდესლიგაში 0:0 არ უთამაშია. ბოლოს ეს გუნდი 2014 წლის 31 აგვისტოს "მაინცს" გაეყარა უგოლოდ.

* "ჰანოვერმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე რჩება. ეს გუნდი პირველადგილოსან "ბაიერნთან" ერთად გამოირჩევა იმით, რომ შინ ფრე არ აქვს - 2 მოგება, 8 წაგება. მიუნხენელებმა 10-ივე საშინაო თამაში მოიგეს.

* "დორტმუნდს", "ბაიერნის" მსგავსად, საკუთარ კედლებში არ წაუგია - 8 მოგება, 1 ფრე.

* ბრემენის "ვერდერის" პერუელი ლეგიონერი კლაუდიო პისარო პირველი არაგერმანელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 400-მატჩიან ნიშნულს უწია. "ბრემენელი მუსიკოსების" გოლეადორმა "გლადბახს" გაუტანა კიდეც, მაგრამ მისი კლუბი განადგურდა.

* "გლადბახის" რაფაელმა სეზონში მე-9 საგოლე პასი გააკეთა და ჰენრიკ მხითარიანს დაეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული