ბუნდესლიგა. XVIII ტური: "ბორუსიების" "დერბი" დორტმუნდმა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში 6 შეხვედრა გაიმართა.

ორი "ბორუსიის" დაპისირპიებაში ძლიერი სტუმარი იყო დორტმუნდელებმა 3:1 მოუგეს მიონხენგლადბახელებს და კვლავ 8 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ბაიერნს". გოლები გამარჯვებულთაგან მარკო როისმა, ჰენრიხ მხითარიანმა და ილქაი გიუნდოგანმა გაიტანეს.

"ლევერკუზენი" "ჰოფენჰაიმთან" მარცხს ომერ თოფრაქის გოლით გადაურჩა - 1:1.

პორტუგალიელმა უგო ალმეიდამ პირველად ითამაშა "ჰანოვერის" შემადგენლობაში და გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლმა გუნდი "დარმშტადტთან" ვერ იხსნა - 1:2.

მესამეადგილოსანი "ჰერტა" შინ "აუგსბურგს" დაუზავდა - 0:0.

ჰანოვერი-დარმშტადტი
1:2
გოლები: 1:0 ალმეიდა (10), 1:1 ვაგნერი (31), 1:2 ვაგნერი (47)

ჰერტა-აუგსბურგი 0:0

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 ჰამადი (40), 1:1 თოფრაკი (75)

ინგოლშტადტი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ჰარტმანი (41-პენ)

კიოლნი-შტუტგარტი 1:3
გოლები: 1:0 მოდესტე (19-პენ), 1:1 დიდავი (36), 1:2 ვერნერი (51), 1:3 გენტნერი (83)

გლადბახი-დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (41), 0:2 მხითარიანი (50), 1:2 რაფაელი (58), 1:3 გიუნდოგანი (75)

1. ბაიერნი - 49 ქულა; 2. დორტმუნდი - 41; 3. ჰერტა - 33; 4. გლადბახი - 29; 5. ლევერკუზენი - 28.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული