კლას-იან ჰუნტელაარმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ჰოლანდიელმა ფორვარდმა კლას-იან ჰუნტელაარმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. ფეხბურთელით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Fanatik-ი ავრცელებს.

32 წლის ჰოლანდიელს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, მხარეები კი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. თურქულმა კლუბმა შეიძლება ფეხბურთელი იჯარის წესით წაიყვანოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში, ჰოლანდიელის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული