კარლ-ჰაინც რუმენიგე: ვიცი, სად მიდის ხოსეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ იცის, სად გააგრძელებს კარიერას ხოსეპ გვარდიოლა.

"ვფიქრობ, ვიცი, სად მიდის გვარდიოლა, მაგრამ მინდა მას ან მის დამსაქმებელს მივცე შესაძლებლობა, თავად გააკეთონ განცხადება", - განაცხადა რუმენიგემ Bild-თან საუბარში.

რუმენიგეს თქმით, გვარდიოლამ "ბაიერნთან" კონტრაქტის არგახანგრძლივების შესახებ მას ორი კვირის წინ უთხრა. ამას დამატებული, გვარდიოლამ თქვა, რომ ახალ გამოწვევას ეძებს და ამის გამო ლამის ბოდიშებს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გვარდიოლას "ბაიერნში" კარლო ანჩელოტი შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული