რუმენიგემ დაადასტურა: გვარდიოლას "ბაიერნში" ანჩელოტი შეცვლის

AutoSharing Option
კარლ-ხაინც რუმინიგემ დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ესპანელი სპეციალისტი კლუბს სეზონის დასრულებისას დატოვებს, მას კი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.

"გვარდიოლას მადლობელნი ვართ. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში მასთან ერთად რამდენიმე ტიტულს ვიზეიმებთ.

ანჩელოტი - ეს კიდევ ერთი წარმატებული მწვრთნელია, რომელიც "ბაიერნში" იმუშავებს. მასთან თანამშრობლობით ბედნიერნი ვართ", - თქვა რუმენიგემ.

კარლო ანჩელოტი მიუნხენელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვარსკვლავების თამაში
star
07:01 21-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული