ბუნდესლიგა. XV ტურის ფაქტები: ჩიჩარიტო აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
* "ჰერტამ" ათკაციან "ლევერკუზენს" მოუგო (2:1). საინტერესოა, რომ ბერლინელთა შემტევ ვედად იბიშევიჩს ბუნდესლიგაში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (86), ვიდრე "ბაიერის" მთელ სასტარტო შემადგენლობას ერთად აღებულს (63).

* "ბაიერნმა" "გლადბახთან" წააგო, მაგრამ 269-დღიანი პაუზის მერე გუნდს ფრანკ რიბერი დაუბრუნდა და შეცვლაზე შესულმა გოლიც გაიტანა. ეს მისი მე-300 შეხვედრა იყო "ბაიერნის" რიგებში. საინტერესოა, რომ ახლა უკვე ორი მატჩია ზედიზედ გააქვს, რადგან იქამდე 269 დღით ადრეც მოახერხა გატანა, სანამ ტრავმას მიიღებდა.

* პეპ გვარდიოლამ კი თავის 131-ე შეხვედრაში მხოლოდ მეორედ დააყენა იგივე
ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც წინა მატჩი ჩაატარა.

* "ლევერკუზენის" ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან 8-ში ხავიერ ერნანდესმა გოლი გაიტანა. ჩიჩარიტომ პროცესში 11 ბურთი დააგროვა.

* "ჰერტას" ბრაზილიელ შემტევ რაფაელს უკვე 8 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც მიმდინარე ბუნდესლიგაში ამჟამად საუკეთესო შედეგია. იგი ერთით უსწრებს თანამემამულე დუგლას კოშტასა (ბაიერნი) და "დორტმუნდის" ჰენრიკ მხითარიანს.

* "ბაიერნს" პირველი წრის 56 მატჩი არ წაეგო, სანამ "ბორუსია პარკზე" დაეცემოდა.

* "აუგსბურგმა" უკანასკნელ 3 მატჩში 7 ქულა აიღო, როდესაც წინა 12 თამაშში ოდენ 6 დააგროვა.

* "შტუტგარტის" ფილიპ კოსტიჩს 7 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საგოლე პასი არ გაეკეთებინა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კრამნის მისვლის მერე ორივე შეხვედრაში შემოგვთავაზა საგოლე გადაცემა.

* 18 შეხვედრაა ბრემენის "ვერდერი" გერმანიის ჩემპიონატში მინიმუმ ერთ გოლს უშვებს.

* "შტუტგარტს" 15 ტურის მერე 36 გოლი აქვს გაშვებული, რაც წამყვან 5 ევროპულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.

* ფრანკფურტში "დარმშტადტმა" პრინციპული მეტოქე "აინტრახტი" დაამარცხა. ეს დერბიში 36-წლიანი პაუზის მერე დარმშტადტელთა პირველი გამარჯვებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული