რობერტ ლევანდოვსკი: "ბაიერნთან" კიდევ სამი წელი მაკავშირებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის თქმით, გუნდის შეცვლა მის გეგმებში არ შედის.

უკანასკნელ პერიოდში ესპანური პრესა აქტიურად წერდა პოლონელი ფორვარდის შესაძლო გადასვლაზე მადრიდის "რეალში".

"კონტრაქტი "ბაიერნთან" 2019 წლამდე მაქვს. 3 წელი დიდი დროა", - თქვა ლევანდოვსკიმ.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული