მარკო როისი: "ბაიერნამდე" ჯერ კიდევ შორია

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ფორვარდმა, მარკო როისმა "ვერდერთან" ბუნდესლიგის მე-11 ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:1), სადაც დუბლი გაიფორმა, პრესასთან ისაუბრა.

"შეხვედრა წარმოუდგენლად რთული გამოდგა. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით და უპირატესობაც მოვიპოვეთ, თუმცა გუნდს სიჩქარესთან ჰქონდა პრობლემები. მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და ყველაფერი დალაგდა.

რა თქმა უნდა, როცა ცხრილში მეორე ხარ, პირველობა გსურს, მაგრამ "ბაიერნამდე" ჯერ კიდევ შორია - 5 ქულა. მიუხედავად ამისა ბუნდესლიგაში ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს", - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული