ბუნდესლიგა. X ტური: "ჰამბურგმა" "ჰოფენჰაიმს" სტუმრად მოუგო

AutoSharing Option
23 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის X ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ჰოფენჰაიმმა" "ჰამბურგი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ზინსჰაიმში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს 68-ე წუთზე ერმინ ბიჩაკჩიჩი გაუძევეს, რიცხობრივი უპირატესობა კი "ჰამბურგმა" მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გამოიყენა - 88-ე წუთზე გოლი პიერ-მიშელ ლასოგამ გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ჰამბურგმა" 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით მე-9 ადგილზე აღზევდა. "ჰოფენჰაიმს" 6 ქულა აქვს და ბოლოდან მეორე, მე-17 ადგილს იკავებს.

ბუნდესლიგის X ტურის დანარჩენი მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. X ტურის
წინ: "ბაიერნი" მე-1000 მოგების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული