მიუნხენის "ბაიერნი" თომას მიულერს "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გაყიდის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გერმანული გრანდი აღარავის გაყიდის.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბაიერნისგან" ნახევარმცველის, თომას მიულერის შეძენას აპირებდა და მის სანაცვლოდ მიუნხენელებს 85 მლნ ევროც შესთავაზა.

"მიულერი "მანჩესტერ იუნაიტედში"? ჩვენ თითოეული მოთამაშე გვჭირდება, ვინც გვყავს. ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აღარაფერი მოხდება", - აქვეყნებს ზამერის ნათქვამს პორტალი Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული