ჰუუბ სტევენსმა მისია ამოწურა და "შტუტგარტიდან" წავიდა

AutoSharing Option
"შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა რობინ დუტმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი ტოვებს პოსტს. "სტევენსმა თქვა, რომ მისი მისია კლუბში ამოწურულია", - თქვა დუტმა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში "შტუტგარტმა" 2:1 დაამარცხა "პადერბორნი" და შეინარჩუნა ადგილი ელიტურ დივიზიონში. ჰოლანდიელი სპეციალისტი ნოემბერში ჩაუდგა სათავეში "შტუტგარტს", როცა პოსტიდან დაითხოვეს არმინ ფე.

სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან "შვაბებს" "ლაიპციგის" ყოფილი მწვრთნელი ალექსანდრ ცორნიგერი ჩაიბარებს. ასევე, სახელდება მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის, მურატ იაკინის კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული