ბუნდესლიგა. XXIII ტური: "ბაიერნმა" მიუნხენში "კიოლნი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის XXIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნს" უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

"ალიანც-არენაზე" გამართულ შეხვედრაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან გოლები ბასტიან შვაინშტაიგერმა (მე-3 წუთი), ფრანკ რიბერიმ (10), არიენ რობენმა (67) და რობერტ ლევანდოვსკიმ (75) გაიტანეს. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ენტონი უჯამ (45+1) შეაგდო.

ამ გამარჯვებით "ბაიერნმა" 58 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება. "კიოლნი", რომელსაც 25 ქულა აქვს, მე-13 პოზიციაზეა.

ბუნდესლიგის XXIII ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.

იხილეთ: ბუნდესლიგა. XXIII ტურის წინ:
ორგაზმის ტოლფასი დერბი


ბუნდესლიგა. XXIII ტური
შაბათი. 28 თებერვალი
დორტმუნდი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დურმი, გროსკროიტცი, პიშჩეკი - ფერმანი, გიფერი, კირხოფი, კოლაშინაცი, მატიპი, უჩიდა, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი, გორეტცკა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 მატჩი: +30=25-30 (130-121)

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ტორეხონი
ტრავმა: იედვაი, კრუსი - მიტროვიჩი, კემპფი, მეჰმედი, პეტერსენი, სტანკო, იულიანი, მიოლერ დელი, ბატცი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +14=9-8 (54-36)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზიულე - მორიტცი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +1=4-6 (13-19)

ჰანოვერი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჟოაო პერეირა
ტრავმა: მილერი, ფელიპე, ჰოფმანი, ალმერი - რიუდიგერი, დიდავი, აბდელაუე
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +18=9-24 (74-88)

ჰერტა-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: შტოკერი
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, იარსტეინი - ჰონგი, ვერჰაეგი, რაინჰარდტი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ესვაინი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +0=3-2 (2-6)

აინტრახტი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: სამბრანო, სეფეროვიჩი
ტრავმა: ჯაკპა - იანსენი, გრინი, ჰოლტბი, ოლიჩი, დიასი, კლებერი, ბეჰრამი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 91ღ მატჩი: +28=22-41 (113-159)

კვირა. 1-ლი მარტი
ბორუსია (მ)-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰარტერცი
ტრავმა: - ბერტელსი, რაფა ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (2-1)

ვერდერი-ვოლფსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბარტელსი
ტრავმა: ბუში, გალვესი, ბარგფრედე, ლორენცენი - ჰანტი, ფელიპე, პერიშიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +13=7-15 (61-58)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული