სკანდალი "ბაიერნში": მატიას ზამერმა ხოსეპ გვარდიოლას ვარჯიშზე აგინა

AutoSharing Option
გამოცემა "ბილდი" Sky-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასა და სპორტულ დირექტორ მატიას ზამერს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა.

ინციდენტს 26 იანვარს გამართულ ვარჯიშზე ჰქონდა ადგილი. წყაროს ცნობით, ზამერმა ესპანელს უყვირა და თან უცენზურო ფრაზები გამოიყენა.

კონფლიქტის მიზეზზე არაფერს იტყობინებიან.

26 იანვარს, "ბილდმა" კიდევ ერთი საინტერესო რამ დაწერა: გვარდიოლა ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობს - გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს მიუნხენურ კლუბთან. ამ დღეებში ესპანელი გულშემატკივრებს შეხვდა და "ბაიერნში" მუშაობაზე წარსულ დროში ილაპარაკა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული