გერმანიის ჩემპიონი მომავალზე ზრუნავს - ჯოშუა კიმიჰი "ბაიერნს" ზაფხულიდან შეუერთდება

AutoSharing Option
"ბაიერნმა" და "შტუტგარტმა" მოილაპარაკეს ნახევარმცველ ჯოშუა კიმიჰის ტრანსფერზე, - იტყობინება მიუნხენური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.

ამჟამად, 19 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ლაიპციგის" შემადგენლობაში თამაშობს.

კიმიჰი ამ სეზონის ბოლომდე "ლაიპციგის" რიგებში დარჩება და "ბაიერნს" 2015 წლის პირველი ივლისიდან შეუერთდება. მისი კონტრაქტი ხუთწლიანია, გარიგების ფინანსური დეტალები კი ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

აღვნიშნავთ, რომ კიმიჰი 2014 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში.

როგორც გერმანული პრესა წერს, ამ ფეხბურთელის შეძენა "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, მატიას ზამერისა და მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სურვილი
იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული