გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს გერმანულ ბუნდესლიგაში 7 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგად, მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა.

მიუნხენელები შინ "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობდნენ და 4:0 იმარჯვეს. ანგარიში მარიო გიოტცემ ფანტასტიკური დარტყმით გახსნა, პირველივე ტაიმში არიენ რობენის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

მეორე ტაიმში ლევანდოვსკიმ არიენ რობენს გაატანინა, ბოლოს კი თავი სებასტიან როდემაც გამოიჩინა.

"ბაიერნი" უკვე 7 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ვოლფსბურგს", რადგან ეს უკანასკნელი გელზენკირხენში "შალკესთან" დამარცხდა - 2:3.

რობერტო დი მატეოს გუნდი უკვე 25-ე წუთისთვის იგებდა 3:0-ს. დუბლი შეასრულა ერიკ ჩუპო-მოტინგმა. მართალია, ივიცა
ოლიჩმა
და ნიკლას ბენდტნერმა გაიტანეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა სტუმრებმა ვეღარ შეძლეს.

ძალიან საინტერესო გამოდგა "ჰანოვერისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირება. სტუმრებმა 3:1 იმარჯვეს, ხოლო შტეფან კისლინგმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა.

იურგენ კლოპის "დორტმუნდმა" კვლავ დაწყვიტა გული ფანებს, "ბორუსია" სტუმრად "პადერბორნს" პიერ ემერიკ ობამეიანგისა და მარკო როისის გოლებით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 2:2.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ დორტმუნდელთა ლიდერი როისი დაიმტვრა, "დორტუნდის" ექიმები შიშიობენ, რომ მუხლის მყესი სერიოზულად არის დაზიანებული, თუმცა ყველაფერს ტესტირება გაარკვევს.

ბუნდესლიგა. XII ტური
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 4:0
გოლები: 1:0 გიოტცე (23), 2:0 ლევანდოვსკი (40), 3:0 რობენი (82), 4:0 როდე (86)
გაძევება: სალაი (90. ჰოფენჰაიმი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შალკე-ვოლფსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ჩუპო მოტინგი (10), 2:0 ჩუპო მოტინგი (22), 3:0 ფუხსი (25), 3:1 ოლიჩი (37), 3:2 ბენდტნერი (74)

გლადბახი-აინტრახტი 1:3
გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (5), 1:1 შტენდერა (54), 1:2 მაიერი (57), 1:3 ინუი (73)
გაძევება: ჯაკა (90. გლადბახი)

მაინცი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 დიასი (27), 1:1 შმიდი (30), 1:2 მეჰმედი (58), 2:2 ბელი (88)

ჰანოვერი-ლევერკუზენი 1:3
გოლები: 0:1 კისლინგი (46), 0:2 სონი (58), 1:2 გიულსელამი (60), 1:3 ბელარაბი (71)

პადერბორნი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (12), 0:2 როისი (45), 1:2 რუპი (60), 2:2 საგლიკი (81)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიოლნი-ჰერტა 1:2
გოლები: 0:1 ბეერენსი (28), 1:1 უჯა (58), 1:2 ნდიენგი (86)

1. ბაიერნი - 30 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 23; 3. გლადბახი - 20; 4. ლევერკუზენი - 20; 5. ჰანოვერი - 19.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალით ჩაარტყა ამ არაკაცმა, აუ რა გაუხურეს ამ როისს რა, რა საცოდაობაა დიდი ფეხბურთი თუ ვერ ითამაშა, არადა დღეს ერთერთი საუკეთესო ნახევარმც ელია, თუ საუკეთესო არა
ბმბ
15:10 23-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული