ტონი კროოსის აგენტი Kicker-ს გადაწყვეტილებას უწუნებს

AutoSharing Option
ტონი კროოსის აგენტი, ფოლკერ შტრუტი აცხადებს, რომ "კიკერმა" გააკვირვა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როცა გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად, გასული სეზონს შედეგების მიხედვით, ფილიპ ლამი დაასახელა.

"რა თქმა უნდა, ლამი დიდი ფეხბურთელია და ყველას დაგვწყდა გული, მან კარიერა რომ დაასრულა, მაგრამ მაინც გასაკვირია საუკეთესო ფეხბურთელად მისი დასახელება. საუკეთესოდ ის გერმანელი ფეხბურთელი უნდა დასახელებულიყო, ვინც ყველაზე უკეთ ჩაატარა გასული სეზონი. ასეთი კი ტონი კროოსი იყო," - თქვა აგენტმა.

კროოსმა, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული