ხამეს როდრიგესი: შემიძლია, მესისა და რონალდოსავით ვითამაშო

AutoSharing Option
"ბაიერნის" ახალწვეულმა ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, ისე ითამაშოს ფეხბურთი, როგორც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო თამაშობენ.

"შემიძლია თუ არა, დავიკავო მესისა და რონალდოს ადგილი? რატომაც არა? ისინი დიდი ფეხბურთელები რიან, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩემი საფეხბურთო კარიერა." - თქვა ხამესმა, რომელიც "რეალმა" "ბაიერნში" 2-წლიანი არენდით გაუშვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ მაშინ ,როცა ყველანი 50 წელს გადასცილდებიან.
სოსო
00:49 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული