გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთის თანატოლთა გუნდი დაამარცხა.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართული შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე მიტჩელ-ელია ვაიზერმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული. მანამდე გერმანელებმა ტიტული 2009 წელს მოიგეს. ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენი კი იტალიის ნაკრებია, რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული