40-მილიონიანი ტრანსფერი: კორენტინ ტოლისო "ბაიერნის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტიმ ოცნება აისრულა და "ლიონისგან" 41,5 მილიონ ევროდ შეიძინა 22 წლის ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო. ფრანგმა 5-წლიან ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადა. "ბაიერნმა" ტოლისოსთვის ბრძოლა ლონდონის "ჩელსის" მოუგო.

ტოლისომ 2013 წელს გაიკვალა გზა "ლიონის" ძირითადი გუნდისკენ. ტოლისო ნამდვილი უნივერსალია. ის მარჯვენა მცველის პოზიციიდან იწყება, უთამაშია პლეიმეიკერად, "ცრუ" ცენტრფორვარდად... ტოლისო 9 წლის ასაკიდან "ლიონის" აკადემიაში ირიცხებოდა. "ლიონში" ჯადოსნური დრო გავატარე, ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო კლუბის. ახლა ძალიან ნასიამოვნები ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავდივარ. დღეს დიდი დღეა, ძალიან დიდი გეგმები მაქვს
დასახული სამომავლოდ", - განაცხადა ტოლისომ.

"ლიონმა" დაადასტურა, რომ ტოლისოს სანაცვლოდ 41,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებად შესაძლოა, კიდევ 6 მილიონი ევრო დაემატოს.

სატრანსფერო სეზონი ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა, კარლო ანჩელოტის გუნდმა კი უკვე დაიბევა სებასტიან რუდი, ნიკლას ზიულე და სერჟ გნაბრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული