მიუნხენის "ბაიერნმა" ნოიერი სეზონის ბოლომდე დაკარგა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკო, მადრიდის "რეალთან" მსაჯების შეცდომებით დახუნძლულ მძიმე დუელში გამოვარდნა არ ეყოფოდა და ახლა ამას მანუელ ნოიერის ტრავმაც დაემატა, თანაც, სერიოზული.

როგორც ირკვევა, ნოიერმა ფეხი მოიტეხა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ინციდენტი 109-ე წუთზე მოხდა, როდესაც კრიშტიანო რონალდომ თავისი მესამე გოლი გაიტანა. ნოიერმა თამაში გააგრძელა და ბოლომდე ჩაამთავრა კიდეც, მან კიდევ ერთი გოლიც გაუშვა.

მოგვიანებით კი მას დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ნოიერს სერიოზული ტრავმა აქვს. იგი რვა კვირით გამოგვაკლდა" - აღნიშნა "ბაიერნის" ერთ-ერთმა მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

მეკარის
ტრავმას და ზოგადად, ამ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფრანკ რიბერი, რომელმაც იქამდე, თავისი თანაგუნდელების დარად, იმაზე ისაუბრა, რომ ვიდეოგამეორებების დანერგვის დროა, თორემ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო.

პოსტში კი აქცენტი ფილიპ ლამსა და ჩაბი ალონსოზე გაკეთდა, რომლებიც კარიერას ასრულებენ. შესაბამისად, ორმა დიდმა ფეხბურთელმა - 33 წლის ლამმა და 35 წლის ალონსომ ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთი ბოლო მატჩი ჩაატარეს.

"მე მესმის თქვენი და ვიცი, რასაც გრძნობთ! ფილიპ ლამსა და ჩაბი ალონსოს დიდებული კარიერა ჰქონდათ. თქვენ ორი ლეგენდა ხართ და ძალიან დაგვაკლდებით. მანუელ, მალე მომჯობინდი!" - წერს რიბერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნში ახალი მოთამაშეების მოსვლა გარდაუვალია. იმედია გუნდს ხელმძღვანელები კიდევ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს არ მოიყვანენ
მმმ
13:56 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული