სერია A. XXXI ტური: მჭედლიძე დაბრუნდა, "ემპოლიმ" წაგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
8 აპრილს იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

"ემპოლის" ორთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, ხოლო გუნდმა 7-მატჩიანი წაგეთა სერია შეწყვიტა. ლევანი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა "პესკარასთან" მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა.

შინ "სასუოლოსთან" მოულოდნელად დაკარგა ქულები ბერგამოს "ატალანტამ", რომელიც ამ სეზონში დიდებულად ასპარეზობს - 1:1.

ჩემპიონატის ლიდერმა "იუვენტუსმა" გონსალო იგუაინის დუბლის წყალობით 2:0 მოუგო "კიევოს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 8 აპრილი
ემპოლი-პესკარა 1:1
გოლები: 1:0 ელ კადური (9), 1:1 კარპარი (31)

ატალანტა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 პელეგრინი (36), 1:1 კრისტანტე (73)

იუვენტუსი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 იგუაინი (23), 2:0 იგუაინი (84)

კვირა. 9 აპრილი
სამპდორია-ფიორენტინა 14:30
უდინეზე-ჯენოა 17:00
კროტონე-ინტერი 17:00
მილანი-პალერმო 17:00
ბოლონია-რომა 17:00
კალიარი-ტორინო 17:00
ლაციო-ნაპოლი 22:45

1. იუვენტუსი - 77 ქულა; 2. რომა - 68; 3. ნაპოლი - 64; 4. ლაციო - 60; 5. ატალანტა - 59.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული