ბუნდესლიგა. XXVI ტური: "ბაიერნი" რთული აპრილისთვის მზადაა! [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და მიუნხენის "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგა ისევ მხოლოდ სავარჯიშო პოლიგონია.

რეკორდმაისტერმა ამჯერად "აუგსბურგთან" გაივარჯიშა და დაამტკიცა, რომ რთული აპრილისთვის მზადაა - მოგეხსენებათ, "ბაიერნს" წინ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ურთულესი ბრძოლები ელოდება. 6:0 "აუგსბურგთან" და ახლა, უახლოეს 29 დღეში მიუნხენურ გრანდს 9 თამაში ელის! მათ შორის, უმძიმესი დუელები მადრიდის "რეალთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" (როგორც თასზე, ისე ბუნდესლიგაში).

მიუნხენელთაგან საუკეთესო რობერტ ლევანდოვსკი გახლდათ - პოლონელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბუნდესლიგის ბომბარდირობისთვის დუელში დორტმუნდელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაუთანაბრდა (24
გოლი).

"რობერტმა სამი ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა - მასზე მეტი რა უნდა ვთქვა? ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელი მყავს!" - ეს რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სიტყვებია.

აქვე ვთქვათ, რომ "ბაიერნს" ოფიციალურ შეხვედრებში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ანჩელოტის ხელში კი, საკუთარ მოედანზე ჯერ არ დამარცხებულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "ლაიპციგმაც" - თუკი ამას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა. საქსონიელებმა 4:0 გაანადგურეს აუტსაიდერი "დარმშტადტი"! შესანიშნავი იყო ფორსბერგი, რომელმაც არა მხოლოდ გაიტანა, არამედ ბრწყინვალედ ითამაშა.

სენსაციური ჩემპიონობა ლაიპციგელებს ალბათ აღარ გამოუვათ, აი, ჩემპიონთა ლიგის საგზურს კი, სავარაუდოდ, მოიპოვებენ. ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს "ჰოფენჰაიმიც", რომელმაც ამ ტურში ბერლინიდან წაიღო სამი ქულა. დორტმუნდის "ბორუსიამ" კი, როგორც მოსალოდნელი იყო, რურის დერბიში 2 ქულა დაკარგა და მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVI ტური
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 1:3
გოლები: 1:0 პეკარიკი (32), 1:1 კრამარიჩი (39-პენ), 1:2 ზიულე (76), 1:3 კრამარიჩი (86)
ჰერტა (4-1-4-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, მიტელშტედტი - შტარკი - ესვაინი (79. ალაგუი), დარიდა, სკიელბრედი, კალუ (65. ჰარაგუჩი) - იბიშევიჩი (63. ტორუნარიგა)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - ტოლიანი, დემირბაი (90. პოლანსკი), რუდი, ამირი (62. უთი), ცუბერი - კრამარიჩი (88. სალაი), ვაგნერი
გაძევება: მიტელშტედტი (58)
მაყურებელი: 42 401

ბაიერნი-აუგსბურგი 6:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 2:0 თ. მიულერი (36), 3:0 ლევანდოვსკი (55), 4:0 ტიაგო ალკანტარა (62), 5:0 ლევანდოვსკი (79), 6:0 თ. მიულერი (80)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი (73. რაფინია), ბერნატი - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (66. რენატო სანჩესი) - კომანი (62. რობენი), თ. მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი
აუგსბურგი (3-5-2): ჰიტცი - დანსო, კაჩარი, იანკერი - ვერჰეგი (80. შმიდი), მორავეკი (46. ტაიგლი), რიდერი, კორი, მაქსი - ჟი, ბობადილია (46. ჰალილ ალთინთოფი)
მაყურებელი: 75 000

შალკე-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 ობამეიანგი (53), 1:1 კერერი (77)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჩოკე (70. შიოპფი), ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კერერი - სტამბული (70. მ. მაიერი), ბენტალები - დ. კალიჯური, გორეტცკა, ჩუპო-მოტინგი - ბურგშტალერი (85. ჰუნტელაარი)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა - პასლაკი (73. გერეირო), ვაიგლი, კასტრო, შმელცერი (79. მორი) - კაგავა (87. პულიშიჩი), დემბელე - ობამეიანგი
მაყურებელი: 62 271

ჰამბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (13), 1:1 იოიჩი (25), 2:1 ჰოლტბი (92)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, დუგლას სანტოსი - უოლასი (70. გ. საკაი), იუნგი (46. ეკდალი) - ნ. მიულერი (54. გრეგორიჩი), ჰოლტბი, კოსტიჩი - ვუდი
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - ოლკოვსკი, მარო (46. ჰაინტცი), სუბოტიჩი, ჰექტორი - ჰიოგერი, იოიჩი - კლემენსი (76. გირასი), რაუში - მოდესტე, ცოლერი
მაყურებელი: 57 000

ფრაიბურგი-ვერდერი 2:5
გოლები: 0:1 კრუზე (21), 0:2 დელანი (45+2), 0:3 დელანი (47), 1:3 პეტერსენი (65), 1:4 ბარტელსი (71), 2:4 გრიფო (77), 2:5 დელანი (86)
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): შვოლოვი - იგნიოვსკი (46. კიუბლერი), გულდე, კემპფი, გიუნტერი - ფრანტცი, აბრაში (46. შუსტერი) - ფილიპი, გრიფო - ჰაბერერი - ნიდერლეხნერი (46. პეტერსენი)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, მოისანდერი, კალდიროლა - გებრე სელასიე, გრილიჩი (89. პისარო), ეგშტაინი, დელანი, ბაუერი (40. გარსია) - ბარტელსი (76. კაინცი), კრუზე
მაყურებელი: 24 000

ლაიპციგი-დარმშტადტი 4:0
გოლები: 1:0 კეიტა (12), 2:0 ფორსბერგი (67), 3:0 ორბანი (79), 4:0 კეიტა (80)
ლაიპციგი (4-1-2-2-1): კოლტორტი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი - კეიტა, დემე - ბურკი (68. პოულსენი), ფორსბერგი (81. რ. ხედირა) - ზაბიტცერი (76. კაიზერი)
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - ფედეცკი (22. კამავუაკა), ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი (76. შტაინჰიოფერი) - ჰამით ალთინთოფი, ვრანჩიჩი - სირიგუ, სემი, ჰელერი (66. გუვარა) - შიპლოკი
გაძევება: სირიგუ (72)
მაყურებელი: 39 394

აინტრახტი-გლადბახი 0:0
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - ვალეხო, აბრაამი, ოჩიპკა - ჩენდლერი, მასკარელი, გაჩინოვიჩი (90. ბარკოკი), ტავათა (76. მ. ჰექტორი) - ფაბიანი - ჰრგოტა, რებიჩი (68. სეფეროვიჩი)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - იანჩკე (46. ელვედი), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - შტრობლი, დაჰუდი - ჰოფმანი (68. ჰერმანი), აზარი (81. ჰანი) - რაფაელი, შტინდლი
გაძევება: შტრობლი (85)
მაყურებელი: 51 500

ინგოლშტადტი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ბრეგერიე (10), 1:1 იოზთუნალი (70), 2:1 ჰადერგონაი (73)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი, ბრეგერიე - ჰადერგონაი, მორალესი, კოენი, ზუტნერი (84. ტისერანდი) - ლეკიე (77. კიტელი), ლესკანო (89. ჰინტერზეერი), პ. გროსი
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - ბალოგუნი (46. დონატი), ბელი, ბუნგერტი (67. სერდარი), ბროზინსკი - რამალიო, გბამინი - იოზთუნალი, ლატცა (80. კუაისონი), დე ბლაზისი - კორდობა
მაყურებელი: 14 000

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 3:3
გოლები: 1:0 ბელარაბი (40), 2:0 ფოლანდი (65), 2:1 გომესი (80), 2:2 გომესი (83), 2:3 გომესი (87-პენ), 3:3 ჰავერტცი (89)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, დრაგოვიჩი, ვენდელი (46. ჰენრიხსი) - ბაუმგარტლინგერი, არანგისი - ბელარაბი, მეჰმედი (60. ჰავერტცი), ფოლანდი - კისლინგი (80. ბრანდტი)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე, ლუის გუსტავო, ჰორნი - ბაზური (73. მიობიუსი), გილავოგი - ვიეირინია (93. სეგუინი), არნოლდი, მალი (46. ტრეში) - გომესი
მაყურებელი: 28 576

ბომბარდირები: 24 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
4 აპრილი:
დორტმუნდი-ჰამბურგი, კიოლნი-აინტრახტი, ვერდერი-შალკე, ჰოფენჰაიმი-ბაიერნი.

5 აპრილი:
გლადბახი-ჰერტა, მაინცი-ლაიპციგი, ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, აუგსბურგი, ინგოლშტადტი, დარმშტადტი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული