ბუნდესლიგა. XXI ტური: ლევანდოვსკიმ "ბაიერნი" მარცხისგან 96-ე წუთზე იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ბერლინში გაიმართა, სადაც "ჰერტა" ვედად იბიშევიჩის ერთადერთი გოლის წყალობით 96-ე წუთამდე უგებდა "ბაიერნს", მაგრამ ლიდერი მარცხს რობერტ ლევანდოვსკის გოლის წყალობით გადაურჩა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინციდენტი შეემთხვა კარლო ანჩელოტის, რომელიც მატჩის შემდეგ გასახდელისკენ მიემართებოდა, იტალიელმა "ჰერტას" გულშემატკივრებს უცენზურო ჟესტი აჩვენა. როგორც თავად თქვა, ამის მიზეზი ფანების მხრიდან მისი მისამართით ფურთხება იყო.

დორტმუნდის "ბორუსიამ" იოლად 3:0 დაამარცხა "ვოლფსბურგი". მასპინძლები I ტაიმში ბრუმას ავტოგოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ლუკაშ პიშჩეკმა და
უსმან დემბელემ
გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 18 თებერვალი
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ბრუმა (20 ს. კ.), 2:0 პიშჩეკი (48), 3:0 უ. დემბელე (59)

მაინცი-ვერდერი 0:2
გოლები: 0:1 გნაბრი (16), 0:2 დელეინი (23)

ჰერტა-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (21), 1:1 ლევანდოვსკი (96)

ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 კრამარიჩი (64), 2:0 კრამარიჩი (93-პენ)

აინტრახტი-ინგოლშტადტი 0:2
გოლები: 0:1 ბრეგერი (26), 0:2 გროსი (69-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰასებე (56. აინტრახტი)
გაძევება: აბრაამი (34. აინტრახტი), ლეცკი (81. ინგოლშტადტი)

ჰამბურგი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 ჰანტი (15), 1:1 ფილიპი (23), 2:1 გრეგორიტში (57), 2:2 გრიფო (72)
გამოუყენებელი პენალტი: ჰანტი (88. ჰამბურგი)

პარასკევი. 17 თებერვალი
აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:3

კვირა. 19 თებერვალი
გლადბახი-ლაიპციგი 18:30
კიოლნი-შალკე 20:30

1. ბაიერნი - 50 ქულა; 2. ლაიპციგი - 42; 3. დორტმუნდი - 37; 4. ჰოფენჰაიმი - 37; 5. აინტრახტი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული