მიუნხენის "ბაიერნს" ტიაგო ალკანტარა დააკლდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ტიაგო ალკანტარა ისევ დაკარგა. ბრაზილიელმა მორიგი ტრავმა მიიღო და დაახლოებით 3 კვირა გაუცდება. რეკორდმაისტერი ყატარში შეკრებაზე იმყოფება და ალკანტარამ ტრავმა იქ მიიღო.

"იმედი მაქვს, რომ 3 კვირაზე მეტი არ გაუცდება და "არსენალთან" თამაშს შეძლებს. როდესაც მიუნხენში დავბრუნდებით, ტიაგოს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება" - განაცხადა "ბაიერნის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

კლუბისთვის ბუნდესლიგა 20 იანვარს "ფრაიბურგთან" მატჩით განახლდება. "მეთოფეებთან" პირველი შეხვედრა კი მიუნხენელებს 15 თებერვალს ელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული