სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამხანაგური მატჩები: გერმანიამ იტალია გაანადგურა, ინგლისი "უემბლიზე" დაეცა [VIDEO]
AutoSharing Option
01:36 30-03-2016
წუხელ ევროპაში ამხანაგური საერთაშორისო მატჩები გაიმართა, რომელთაგან ოთხი დაპირისპირება გამორჩეული იყო. განსაკუთრებულ ინტერესს მსოფლიოს ჩემპიონ გერმანელთა და იტალიელთა დაპირისპირება იწვევდა.

"ალიანც არენაზე" გერმანელებმა შანსი არ დაუტოვეს იტალიელებს, რომელთაც, თითქოს, კარგი თამაში აჩვენეს ესპანელებთან მატჩში. "მანშაფტმა" ფანების წინაშე გამოისყიდა ინგლისელებთან მოულოდნელი მარცხი და ბრწყინვალე სტილში დაამარცხა ანტონიო კონტეს გუნდი, რომელმაც პრესტიჟის გოლი ბოლოსკენ გაიტანა შეცვლაზე შესული სტეფან ელ შაარავის დამსახურებით - 4:1.

მანამდე კი გერმანიამ თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანა. ჯერ თავი ტონი კროოსმა და მარიო გიოტცემ გამოიჩინეს, შემდეგ მეორეში იონას ჰექტორმა და მესუთ იოზილმა (პენალტით) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდი მოულოდნელობა მოხდა "უემბლიზე", სადაც როი ჰოჯსონის ნაკრები დაამარცხა გუნდმა, რომელმაც ევრო 2016-ის საგზურიც კი ვერ მოიპოვა - ჰოლანდიის ნაკრებმა.

ინგლისელები ჯეიმი ვარდის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ვინსენტ იანსენმა პენალტით გაათანაბრა. გამარჯვება ჰოლანდიას ტრავმირებული პრომესის ნაცვლად შესულმა ლუსიანო ნარსინგმა ოდნავ საეჭვო გოლით მოუტანა - 1:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარიზში საფრანგეთის ნაკრებმა მხიარულ მატჩში 4:2 მოუგო რუსეთს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოლო ლეირიაში პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ბელგია 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

29 მარტი
ესტონეთი-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (81)

ჩერნოგორია-ბელარუსი 0:0
გაძევება: კორნილენკო (9. ბელარუსი)

მაკედონია-ბულგარეთი 0:2
გოლები: 0:1 რანგელოვი (65), 0:2 ტონევი (87)

საბერძნეთი-ისლანდია 2:3
გოლები: 1:0 ფორტუნისი (19-პენ), 2:0 ფორტუნისი (31), 2:1 ტრაუსტასონი (34), 2:2 ინგასონი (70), 2:3 სიგტორსონი (82)

გიბრალტარი-ლატვია 0:5
გოლები: 0:1 იკაუნიეკსი (46), 0:2 დუბრა (53), 0:3 შაბალა (57), 0:4 ვიშნიაკოვსი (82), 0:5 იკაუნიეკსი (84)

ნორვეგია-ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 ბერგეტი (57), 2:0 იოჰანსენი (84)

ლუქსემბურგი-ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 სადიკუ (63), 0:2 ციკალეში (75)
გაძევება: ჟუბერი (45. ლუქსემბურგი)

ავსტრია-თურქეთი 1:2
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (22), 1:1 ჩალჰანოღლუ (43), 1:2 არდა თურანი (57)

შვედეთი-ჩეხეთი 1:1
გოლები: 1:0 ბერგი (14), 1:1 ვიდრა (26)

შვეიცარია-ბოსნია 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (14), 0:2 პიანიჩი (57)

გერმანია-იტალია 4:1
გოლები: 1:0 კროოსი (24), 2:0 გიოტცე (45), 3:0 ჰექტორი (59), 4:0 იოზილი (75-პენ), 4:1 ელ შაარავი (83)
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - რიუდიგერი, ჰუმელსი, მუსტაფი, ჰექტორი (85. გინტერი) - რუდი, კროოსი (90. კრამერი) - მიულერი (69. ჯანი), იოზილი, დრაქსლერი (85. ფოლანდი) - გიოტცე (61. როისი)
იტალია (3-4-3): ბუფონი - დარმიანი, ბონუჩი (61. რანოკია), აჩერბი - ფლორენცი (63. დე სილვესტრი), ტ. მოტა (68. პაროლო), მონტოლივო, ჯაკერინი (69. ელ შაარავი) - ბერნარდესკი, ძაძა (78. ანტონელი), ინსინიე (68. ოკაკა)

ირლანდია-სლოვაკეთი 2:2
გოლები: 0:1 შტოხი (14), 1:1 ლონგი (21-პენ), 2:1 მაკლარენი (24-პენ), 2:2 მაკშეინი (45 ს. კ.)

პორტუგალია-ბელგია 2:1
გოლები: 1:0 ნანი (20), 2:0 რონალდო (40), 2:1 რ. ლუკაკუ (62)
პორტუგალია (4-2-3-1): პატრისიო - სედრიკი, პეპე, რ. ფონტე, გერეირო - დ. პერეირა (87. დანი), ა. სილვა (46. სანჩესი) - მარიო (46. ბ. სილვა), ა. გომეში (74. ვ. კარვალიო), ნანი (61. ედერი) - რონალდო (61. კვარეჟმა)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ჟილე (59. ჟ. ლუკაკუ), დენაიერი (86. ბოიატა), ვერმალენი, ლომბერტსი - ნაინგოლანი, ვიტსელი - შადლი, ფელაინი (79. მ. დემბელე), მერტენსი (67. ბატშუაი) - რ. ლუკაკუ

ინგლისი-ჰოლანდია 1:2
გოლები: 1:0 ვარდი (41),
You must have Flash Player installed in order to see this player.
1:1 იანსენი (50-პენ), 1:2 ნარსინგი (78)
ინგლისი (4-3-1-2): ფორსტერი - უოლკერი, სმოლინგი (70. ჯაგიელკა), სტოუნსი, როუზი (58. კლაინი) - მილნერი (82. ალი), დრინკვოტერი (85. დაიერი), ლალანა (71. კეინი) - ბარკლი - ვარდი, სტარიჯი (58. უოლკოტი)
ჰოლანდია (4-3-3): ზოეტი - ველტმანი, ბრუმა, ბლინდი, ვილემსი (82. ვან აანჰოლტი) - ჟ. ვეინალდუმი, ბაზოერი (79. ვან გინკელი), აფელაი - პრომესი (37. ნარსინგი), იანსენი (93. კლასი), დეპაი

საფრანგეთი-რუსეთი 4:2
გოლები: 1:0 კანტე (8), 2:0 ჟინიაკი (38), 2:1 კოკორინი (56), 3:1 პაიე (64), 3:2 ჟირკოვი (68), 4:2 კომანი (76)
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, ვარანი (46. მატიო), სახო, ევრა - კანტე, ლ. დიარა, პოგბა (70. მ. სისოკო) - გრიზმანი (63. პაიე), ჟინიაკი (79. ჟირუ), მარსიალი (46. კომანი)

შოტლანდია-დანია 1:0
გოლი: 1:0 რიტჩი (8)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
MAO-ს
18:30 30-03-2016
მოგებებით ამხანაგურ და საერთაშორისო თამაშებში. გარკვეული წესით თითოეულ მოგებაზე გუნდს სარეიტინგო ქულები ეწერება.
გიო
14:28 30-03-2016
ბელგიას არაფერი აქვს მოგებული და ვერც მოიგებს ეს რეიტინგი როგორც ფიფა და უეფა არასწორია