არქივის კალენდარი
გერმანია-ინგლისი 2:3 - ბერლინის საოცრება [VIDEO]
AutoSharing Option
02:46 27-03-2016
26 მარტს რამდენიმე ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელთა შორის გამორჩეული მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება იყო.

ბერლინში თამაშის წინ მესუთ იოზილს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

43-ე წუთზე გერმანიის ნაკრები ტონი კროოსმა ლამაზი გოლით დააწინაურა. ტაიმის ბოლოს ინგლისმა ტრავმის გამო მეკარე ჯეიკ ბატლენდი დაკარგა.

მეორე ტაიმში მსოფლიოს ჩემპიონთა უპირატესობა მარიო გომესმა გააორმაგა, ხედირას ჩაწოდებას გომესი თავურით გამოეხმაურა.

როი ჰოჯსონის გუნდმა სასწაული შეძლო - 0:2-ს აგებდა 61-ე წუთისთვის და 3:2 იმარჯვა ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონებზე. სასწაულს კი საფუძველი ჰარი კეინმა ჩაუყარა.

74 წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯეიმი ვარდიმ გაათანაბრა და გახდა 1985 წლის მერე "ლესტერის" პირველი ფეხბურთელი, ვინც ნაკრებში გოლი გაიტანა.

გამარჯვება ინგლისის ნაკრებს ერიკ დაიერმა კუთხურის გათამაშების მერე, თავური დარტყმით მოუტანა - 2:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრები): "ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია ნაკრების შესრულებით, რაც მე ვხელმძღვანელობ მას. გერმანიას ყოველდღე ვერ დაამარცხებ. ჩვენ ისევ წარმატებული თამაში გავაგრძელეთ შემოდგომის მერე, რაც ფრანგებს 2:0 მოვუგეთ.

შესვენებაზე ვფიქრობდი, რომ უსამართლოდ ვაგებდით 0:1-ს. ჩვენმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ვერ შეძლო კროოსის შორეული
You must have Flash Player installed in order to see this player.
დარტყმის მოგერიება. 0:2-ზე ყველაფერი კიდევ უფრო უსამართლო გახდა.

შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და სამი გოლი გავიტანეთ. ეს დაუჯერებელია და ყველაფერი ბიჭებმა მოედანზე შექმნეს".

გერმანია-ინგლისი 2:3
გოლები: 1:0 კროოსი (43), 2:0 გომესი (57), 2:1 კეინი (61), 2:2 ვარდი (74), 2:L3 დაიერი (91)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჯანი, რიუდიგერი, ჰუმელსი (46. თაა), ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი (75. პოდოლსკი), იოზილი, როისი (64. შიურლე) - გომესი (79. გიოტცე)
ინგლისი (4-2-3-1): ბატლენდი (45. ფორსტერი) - კლაინი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, ჰენდერსონი - ლალანა (71. ბარკლი), ალი, უელბეკი (71. ვარდი) - კეინი

აზერბაიჯანი-ყაზახეთი 0:1
გოლი: 0:1 ბაიჟანოვი (8)

რუსეთი-ლიტვა 3:0
გოლები: 1:0 სმოლოვი (41), 2:0 გოლოვინი (61), 3:0 გლუშაკოვი (72)

ავსტრია-ალბანეთი 2:1
გოლები: 1:0 იანკო (6), 2:0 ჰარნიკი (13), 2:1 ლენჯანი (47)
გაძევება: კაცე (78. ალბანეთი)

პოლონეთი-ფინეთი 5:0
გოლები: 1:0 გროსიცკი (18), 2:0 ვშოლეკი (20), 3:0 სტარზინსკი (32), 4:0 ვშოლეკი (66), 5:0 გროსიცკი (85)

უნგრეთი-ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (29), 1:1 ჯუჯაკი (79)
666
12:03 27-03-2016
hari keins da jeims vardis wlis agmochenebs davarqmevdi...keini ki aris 22 wlis geniosi...