ევრო 2016. A ჯგუფი: ჰოლანდია ჰუნტელაარმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ჰოლანდია-თურქეთი 1:1

28 მარტს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში.

ჩეხეთის ნაკრებმა 100%-იანი შედეგი ლატვიასთან დაპირისპირებაში გააფუჭა, როცა ბოლო წამებზე გადაურჩა მარცხს - 1:1.

პირველ ტაიმში ალექსეის ვიშნიაკოვსმა მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. 90-ე წუთზე ვაცლავ პილარმა დამატებაზე იყოჩაღა და ჩეხებს ქულა გადაურჩინა - 1:1.

ამ ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ჰოლანდიამ თურქეთს უმასპინძლა. პირველ ტაიმში სტუმრები ბურაქ ილმაზმა დააწინაურა, მაგრამ გუუს ჰიდინკის გუნდი კატასტროფისგან 92-ე წუთზე გატანილმა ბურთმა იხსნა, ვესლი სნეიდერის დარტყმული, ჰუნტელაარს
მოხვდა და თურქთა კარში გავიდა - 1:1.

ისლანდიელებმა ყაზახეთში დამაჯერებლად იმარჯვეს - 3:0. ერთი გოლი ნაკრებში დაბრუნებულმა ეიდურ გუდიონსენმა გაიტანა, ბირკირ ბიარნასონმა კი დუბლი შეასრულა.

ყაზახეთი-ისლანდია 0:3
გოლები: 0:1 გუდიონსენი (20), 0:2 ბიარნასონი (32), 0:3 ბიარნასონი (91)

ჩეხეთი-ლატვია 1:1
გოლები: 0:1 ვიშნიაკოვსი (30), 1:1 პილარი (90)

ჰოლანდია-თურქეთი 1:1
გოლები: 0:1 ბ. ილმაზი (37), 1:1 ჰუნტელაარი (92)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 5 4 1 0 11-6 13
2. ისლანდია 5 4 0 1 12-2 12
3. ჰოლანდია 5 2 1 2 11-6 7
4. თურქეთი 5 1 2 2 6-8 5
5. ლატვია 5 0 3 2 2-11 3
6. ყაზახეთი 5 0 1 4 4-13 1

მომდევნო ტური
12 ივნისი:
ყაზახეთი-თურქეთი, ისლანდია-ჩეხეთი, ლატვია-ჰოლანდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული