ევრო 2016. საკვალიფიკაციო. V ტური: ესპანეთმა უკრაინა გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
27 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტური C, E და G ჯგუფების მატჩებით გაიხსნა.

* * *
დღის ერთერთი მთავარი მატჩი C ჯგუფში გაიმართა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ 28-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში ბელორუსმა სტუმრად მაკედონია ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო სლოვაკეთმა ლუქსემბურგს შინ სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

V ტურის შემდეგ ჯგუფს ასპროცენტიანი შედეგით, 15 ქულით, სლოვაკეთი ლიდერობს, 12 ქულა აქვს ესპანეთს, ხოლო 9 -
უკრაინას.

* * *
E ჯგუფში დამაჯერებლად მოიგო ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც შინ ლიტვა გაანადგურა - 4:0. გოლები უეინ რუნიმ (მე-6 წუთი), დენი უელბეკმა (45), რაჰიმ სტერლინგმა (58) და ჰარი კეინმა (73) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში სლოვენიამ შინ სან მარინო არ დაინდო - 6:0, ხოლო შვეიცარიამ საკუთარ მოედანზე ესტონეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

E ჯგუფს, ხუთი მატჩიდან ხუთი მოგებით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებს კი 9-9 ქულით სლოვენია და შვეიცარია იყოფენ.

* * *
G ჯგუფში ავსტრიამ ლიხტენშტაინს სტუმრად ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. შვედეთმა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის (46-ე, 84-ე წუთები) დუბლით გასვლაზე მოლდოვას სძლია - 2:0.

"იბრამ" ანგარიში საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში გახსნა - მასპინძელთა მეკარემ ტანმაღალ შვედს ბურთი პირდაპირ თავში დაუმიზნა, რის შემდეგაც გოლი გავიდა. ზლატანმა მოლდოველთა კარი მეორედ 11-მეტრიანიდან დალაშქრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩერნოგორიისა და რუსეთის დაპირისპირება ჩაიშალა. შეხვედრა ჩერნოგორიელი გულშემატკივრების აგრესიული ქმედებების გამო ორჯერ შეწყდა, რომლებიც მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. საბოლოოდ, გერმანელმა არბიტრმა დენიზ აიტეკინმა 65-ე წუთზე მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

განსაკუთრებით რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი დაზარალდა, რომელსაც ტრიბუნიდან ნასროლი მაშხალა თავში მოხვდა. მეკარე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის ტვინის შერყევის დიაგნოზითა და თავის არეში დამწვრობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უეფა ინციდენტს იძიებს, ჩერნოგორიას, სავარაუდოდ, სხვადასხვა სანქციებთან ერთად, ტექნიკური წაგებაც ჩაეთვლება.

ჯგუფს 13 ქულით ავსტირა ლიდერობს, 9 ქულა აქვს მეორეადგილოსან შვედეთს, ხოლო რუსეთი მესამეზეა 5 ქულით.

დღეს, 28 მარტს, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები A, B და H ჯგუფებში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტურის წინ: ქულებს უკვე ოქროს ფასი აქვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
,ესპანეთი ბურთს ვერ აკონტროლებდა,საკუთარ ნახევარზე არაერთხელ დაკარგა!კასილასმაც კინაღამ აჩუქა ერთ ეპოზოდში გოლი(პასი მისცა უკრაინელს).ბოლოს როდის იყო,რომ ესპანეთს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდა?ჰოლანდიასთანაც (1-5) მატჩშიც არ იყო ასე შეზღუდული ტერიტორიით ესპანეთი!
-ბრავო უკრაინა!ბრავო-უკრაინის ფიზიკა!!!
-გამმაგებინოს ვინმემ,რატომ ჩამოყავთ საქართველოში ფიზმომზადების მწვრთნელები ყოფილი იყგოსლავიიდან?როცა უკრაინა(კიევის დინამო!)აოცებდა ხშირად ევროპას ფიზიკით!!!
-მონტენეგრო-რუსეთი შეწყდა 67-ე წუთზე
akhali
11:09 28-03-2015
0

სიახლეები პოპულარული