მადრიდის "ატლეტიკომ" მომავლის ვარსკვლავი შეიძინა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ურუგვაული "ნასიონალის" 16 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ხუან მანუელ სანაბრია შეიძინა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის განხორციელდება რეალურად ეს ტრანსფერი.

მოგეხსენებათ, "ლოს კოლჩონეროსს" 2 სატრანსფერო სეზონზე ადევს დისკვალიფიკაცია, თუმცა "ატლეტიკოს" საქმე სპორტის არბიტრაჟში იხილება. სხვათა შორის, "ატლეტიკო" სწორედ დაახლოებით ასეთი ტრანსფერების წესების დარღვევისთვის არის დასჯილი - არაევროკავშირული ქვეყნებიდან არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში მადრიდულ კლუბებს ყველაფერი წესრიგში ვერ აქვთ, ამიტომ "ატლეტიკოც" და "რეალიც" დაისაჯნენ.

დღეისათვის "ატლეტიკოში" სამი ურუგვაელია - მცველები დიეგო გოდინი და ხოსე ხიმენესი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრი ოსკარ ორტეგა.

სანაბრია
17-წლამდელთა კოპა ამერიკაზე ითამაშებს, შემდეგ კი შესაძლოა, ასაკობრივ მუნდიალზეც ვნახოთ. ეს ფეხბურთელი ერთი ხანობა, "ლივერპულშიც" იყო სინჯებზე. ურუგვაიში სანაბრია ტოპ-ტალანტად ითვლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული