ანტონიო კონტე: არ მჯერა, რომ ჩინელები რონალდოში 300 მლნ ევროს იხდიან

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ჩინური კლუბი მზადაა, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 300 მლნ ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში ხელფასად 100 მლნ ევროზე მეტი გადაუხადოს.

"ვფიქრობ, რომ რონალდოსთან დაკავშირებული ეს ისტორია სარწმუნო არაა. ამ ამბავს ვერ დავიჯერებ, რადგან დასახელებული თანხა ძალიან დიდია. ეს წარმოუდგენელია", - აქვეყნებს იტალიელის ნათქვამს A Bola.

რონალდომ, რომელმაც თავისი მეოთხე "ოქროს ბურთი" ცოტა ხნის წინ მოიგო, ნოემბერში "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული