ჩეზარე პრანდელიმ "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა "ვალენსიამ" თავის ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ძირითადი გუნდის გაწვრთნა სალვადორ გონსალეს მარკოს (ვორო) დაევალა.

59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ვალენსიაში" სულ სამი თვე იმუშავა - გუნდი ოქტომბერში ჩაიბარა, კლუბთან კი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ვალენსიას" მდგომარეობა ესპანეთის ჩემპიონატში არცთუ სახარბიელოა - 15 ტურის შემდეგ გუნდს 12 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული