სერხიო რამოსმა "რეალი" "კამპ ნოუზე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
3 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ესპანური ლა ლიგის მე-14 ტურის ეგიდით მორიგი კლასიკო გაიმართა, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ამით "სამეფო კლუბმა" "ბარსასთან" 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდებმა თავის გამოჩენა ვერ შეძლეს. 53-ე წუთზე "ბარსელონამ" ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა მარცხენა ფლანგზე. ნეიმარმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ლუის სუარესმა თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

90-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე საჯარიმოს დარტყმის უფლება ახლა "რეალმა" მოიპოვა, ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში ჩააწოდა და სერხიო რამოსმა თავურით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მსაჯის მიერ
კომპენსირებულ წუთებზე "ბარსელონას" 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ კაზემირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მერამდენე ელ კლასიკო მიცრუებს იმედებს! არაენაირი სანახაობა! სიტი ჩელსი იყო რაც იყო, თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ არ ინანებთ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული