ლა ლიგა. II ტური: კანარული სასწაულის დასაწყისი? [VIDEO]

AutoSharing Option
* ალვარო მორატამ "რეალის" მაისურით 833-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* "ლას პალმასმა" ორ ტურში 9 გოლი გაიტანა და 6 ქულა აქვს. კუნძულელებს ასეთი კარგი სტარტი არასოდეს ჰქონიათ.
* "რეალ სოსიედადმა" პამპლონაში 2002 წლის მერე პირველად მოიგო.

"ბარსელონა" და "რეალი" უდანაკარგოდ მიიწევენ წინ. აი, მათ გვერდით (ცხრილში წინ!) "ლას პალმასის" ყოფნა კი ნამდვილი სენსაციაა.

პირველი ნულოვანი
ლა ლიგის პირველ ტურში უჩვეულო უხვგოლიანობა იყო - 10 თამაშში 40 გოლი გავიდა. აი, მეორე ტური კი უგოლოდ დაიწყო - "ბეტისმა" და "დეპორტივომ" სეზონის პირველი 0:0
ითამაშეს. თამაშის შინაარსიც აშკარად შეეფერებოდა საბოლოო ანგარიშს. გოლთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ (ბრუნო გამა), მაგრამ არც ისე, რომ მომენტისთვის საგოლე დაგვერქმია. განსაკუთრებით საშინელი შეხვედრის პირველი ნახევარი იყო. სტუმართა რიგებში არ უთამაშია ლუკას პერესს, რომელიც "არსენალში" გადადის.

წლეულს "ესპანიოლი" გაგვახალისებს
"კორნელიაზე" 24 წლის ჟერარდ მორენოს წყალში ჩაუყარეს სეზონის პირველი დუბლი - "მალაგამ" ბოლო ნახევარ საათში გათანაბრება შეძლო - ჯერ თავი დიეგო ლორენტემ გამოიჩინა, შემდეგ კი მცველს ფორვარდი შეეშველა, გოლი ბრაზილიელმა შარლესმა გაიტანა - 2:2. ორ თამაშში "ესპანიოლის" მონაწილეობით 14 გოლი გავიდა!

მონატრებული დერბი
ნავარულ-ბასკური დერბი "რეალ სოსიედადმა" 2:0 მოიგო. ეს სანსებასტიანურმა გუნდმა 2002 წლის მერე პირველად მოახერხა პამპლონაში. პირველი ტაიმის მიწურულს ხუანმის გოლს მეორე ტაიმში უნაი გარსიას ავტოგოლი დაემატა. მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო ნავარელთა გამოცდილმა მცველმა ხავიერ ფლანიომ და ის შესაცვლელი გახდა.

"ვალენსიას" მოკრძალებული მიზანი
იპურუაში მარცხის შემდეგ "ვალენსია" ნული ქულით ცხრილის ფსკერზეა. "ღამურები" ლამის ყოველდღიურად კარგავენ მოწინავე ფეხბურთელებს (სხვა გუნდებში გადადიან). ასე რომ, ამ გუნდის ძირითადი ამოცანა ახალ სეზონში, შესაძლოა, ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაც გამოდგეს. გამარჯვების გოლი აბდენურის შეცდომის გამო გავიდა, სტუმართა მცველმა ხელით ითამაშა. პენალტი პედრო ლეონმა ცუდად შეასრულა, მაგრამ მანვე დამატებაზე იყოჩაღა.

რომ არა კროოსი
ზინედინ ზიდანის გუნდი სეზონში პირველად იყო ახლოს ქულების დაკარგვასთან, მაგრამ გადარჩა - 1:1-ზე "სელტას" ფეხბურთელებმა საოცარი კონტრშეტევა გაატანეს ქარს, შემდეგ კი ტონი კროოსმა დიდებულად გაისროლა და საბოლოოდ, "სამეფო კლუბმა" 2:1 მოიგო.

მანამდე კი იყო ალვარო მორატას გოლი, რომელსაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ფაბიან ორელიანას საპასუხო გასროლა. მოკლედ, "სელტამ" ტოლი არაფერში დაუდო მეტოქეს, მაგრამ კროოსის გენიალურ დარტყმასთან ვერაფერი გააწყო. კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას გარეშე მოთამაშე "რეალი" ორი ტურის მერე უდანაკარგოა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და შევძელით გამარჯვების მოპოვება. შეცვლები თამაშის მიმდინარეობის შესაცვლელად გავაკეთე და ყველა შეცვლამ იმუშავა. ხამესიც კარგად შემოვიდა თამაშში და ის "რეალში" რჩება. "სელტა" ძალიან კარგი გუნდია, მას "ცალი ფეხით" ვერ მოუგებ, ეს გამორიცხულია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკოს" ისევ ფეხი დაუცდა
პრიმერას სტარტზე "ატლეტიკო" წვალობს - მადრიდულმა კლუბმა კიდევ ერთ ელიტაში გადმოსულ გუნდთან ვერ შეძლო გამარჯვება. "ატლეტიკო" მადრიდის გარეუბანში "ლეგანესს" ესტუმრა, ასეთი მადრიდული დერბი კი ლა ლიგის ისტორიაში პირველად გაიმართა - გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს - 0:0. დიეგო სიმეონეს გუნდს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულა აქვს. უნდა აღვნიშნოთ "ლეგანესის" ბასკი გოლკიპერის, იონ სერანტესის საიმედო თამაში.

კვირის მატჩები
"ლას პალმასი" აღარ ხუმრობს, თუ პირველ ტურში "მესტალიაზე" 4 გოლი გაიტანა, შინ "გრანადას" 5 გოლი აკმარა. კვლავ გამოიჩინა თავი კევინ პრინს ბოატენგმა, დუბლი კი ამჯერად ნაბილ ელ ჟარის ანგარიშზეა. ვიქტორიაში "ალავესი" 0:0 დაუზავდა ხიხონის "სპორტინგს". ბილბაოში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა - "ატლეტიკმა" უბრძოლველად არაფერი დათმო, მაგრამ არდა თურანის ჩაწოდების შემდეგ ივან რაკიტიჩის თავური ამ მატჩში ერთადერთი გოლი გამოდგა - 0:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. II ტური
26 აგვისტო
ბეტისი-დეპორტივო 0:0
ბეტისი (4-3-3): ადანი - პიჩინი (84. სებალიოსი), მანდი, პეცელა, დურმისი - ფ. რუისი (67. მუსონდა), პეტროში, ფ. გუტიერესი (77. სეხუდო) - ხოაკინი, სანაბრია, რ. კასტრო
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე (63. ბორხესი), მოსკერა - ჩოლაკი, ფახრი, გამა (78. ლუიზინიო) - ანდონე (88. ვალე)
გაფრთხილება: - ხუანფრანი, მოსკერა
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 15-12 (5-1); ბურთის ფლობა: ??%-??%.
მაყურებელი: 34 543

ესპანიოლი-მალაგა 2:2
გოლები: 1:0 ჟ. მორენო (28), 2:0 ჟ. მორენო (61), 2:1 დ. ლორენტე (67), 2:2 შარლესი (90)
ესპანიოლი (4-4-2): რობერტო - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. სანჩესი - ერ. პერესი (70. ხ. რეიესი), როკა (87. პ. დიოპი), ფუეგო, პიატი - ლ. ბაპტიშტაო (64. კაისედო), ჟ. მორენო
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, დ. ლორენტე, კონე, რიკა (46. მ. ტორესი) - ნაჩო კამაჩო, რესიო (56. შარლესი) - კეკო (77. ენ-ნესირი), ხუანპი, ხონი - ს. რამირესი
გაფრთხილება: გონსალესი, პიატი - რიკა, კამაჩო, კონე
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 7-9 (2-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 725

27 აგვისტო
ოსასუნა-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ხუანმი (45), 0:2 უ. გარსია (81 ს. კ.)
ოსასუნა (5-3-2): ნაუზეტი - ხ. ფლანიო (7. ბუნიუელი), დ. გარსია, მ. ფლანიო, უ. გარსია, კლერკი - დე ლას კუევასი, მერიდა, ოიერი - რიერა (63. ს. ლეონი), რომერო (74. კოდრო)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა (57. ა. ელუსტონდო), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, პარდო - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, ოიარზაბალი (83. ბერგარა) - ხუანმი (66. ველა)
გაფრთხილება: მ. ფლანიო, უ. გარსია - გონსალესი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-5 (3-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 610

ეიბარი-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 პედრო ლეონი (62)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, გალვესი, რამისი (46. ლეჟონი), ლუნა - პედრო ლეონი, ესკალანტე, დ. გარსია, ხოტა (79. ენრიჩი) - ბებე (65. პენია), კიკე
ვალენსია (4-3-3): რაიანი - კანსელო, სანტოსი, აბდენური, გაია - პარეხო, მ. სუარესი (77. მედრანი), ენ. პერესი - ნანი, როდრიგო (77. ბაკალი), მინა (89. მირი)
შენიშვნა: პედრო ლეონმა ვერ გაიტანა პენალტი (62)
გაფრთხილება: ლუნა, კიკე - ნანი, პერესი
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-13 (6-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 4 419

რეალი-სელტა 2:1
გოლები: 1:0 მორატა (60), 1:1 ორელიანა (67), 2:1 კროოსი (81)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (69. ხ. როდრიგესი), კაზემირო, კროოსი - ბეილი, მორატა (77. მ. დიასი), ასენსიო (65. ლ. ვასკესი)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - რადოია (85. სისტო), ვასი (77. შეიხი) - ორელიანა, პ. ერნანდესი, ბონგონდა - გუიდეტი (73. ასპასი)
გაფრთხილება: - მალიო, ხონი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 24-8 (10-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 65 684

ლეგანესი-ატლეტიკო 0:0
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, მონტოვანი, ბუსტინცა, დ. რიკო - რ. პერესი, ალბერტო (63. ინსუა) - უ. ლოპესი, გაბრიელი, შიმანოვსკი (46. მარინი) - გერერო (83. მაჩისი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი (63. ფერეირა-კარასკო), ა. ფერნანდესი (79. გაიტანი), კოკე - გრიზმანი, გამეირო (58. ფ. ტორესი)
გაფრთხილება: ალბერტო, პერესი, მონტოვანი - ნიგესი
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 18-5; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 6-10 (1-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 10 958

28 აგვისტო
ლას პალმასი-გრანადა 5:1
გოლები: 1:0 ელ ჟარი (23), 1:1 ბოგა (45), 2:1 კ. ბოატენგი (51), 3:1 ელ ჟარი (69), 4:1 მომო (72), 5:1 არაუხო (85)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - მასედო, დ. გარსია, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვისენტე, როკე მესა - ელ ჟარი (80. ტირონე), ვიერა, კ. ბოატენგი (55. მომო) - ლივაია (72. არაუხო)
გრანადა (4-4-2): ოჩოა - ტიტო, ლომბანი, უჩე, გაბ. სილვა (31. გას. სილვა) - კუენკა, კრჰინი, სამპერი (62. ბარალი), ლ. მარტინში (56. ა. პერეირა) - ბოგა, პონსე
გაფრთხილება: ლივაია, ბოატენგი, ელ ჟარი, კასტელიანო, მესა - გას. სილვა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-13 (10-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 18 837

ალავესი-სპორტინგი 0:0
გოლები: 0:0
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო ფემენია, ლაგუარდია, ალექსისი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, მ. გარსია - ედ. მენდესი (85. ტოკერო), დ. ტორესი, ი. გომესი (73. ესპინოსა) - დეივერსონი (46. სანტოსი)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლილიო, მერე, ამორებიეტა (52. ბაბენი), ი. ლოპესი - ს. ალვარესი, ნ. კასესი (73. ხ. ტორესი) - ვ. როდრიგესი, ბურგუი (80. კ. კასტრო), მ. გომესი - ჩოპი
გაფრთხილება: დეივერსონი - მ. გომესი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-7 (2-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 16 236

ბილბაო-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 რაკიტიჩი (21)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე (62. ვესგა), ბენიატი - ვილიამსი, ერასო (62. რაულ გარსია), სუსაეტა (76. მუნიაინი) - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი (71. მასკერანო), ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი (71. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი (84. რაფინია)
გაფრთხილება: სუსაეტა, იტურასპე, ერასო, ბენიატი, ბალენზიაგა - უმტიტი, ბუსკეტსი, ლ. სუარესი, რობერტო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 9-12 (4-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 46 365

ვილიარეალი-სევილია 0:0
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მ. გასპარი, მუსაკიო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი (90. ნ'დიაი), რ. სორიანო - სანსონე (87. კანტალაპიედრა), პატო (31. ბორე)
სევილია (4-4-1-1): ს. რიკო - მარიანო, პარეხა (83. მერკადო), რამი, კოლოძეიჩაკი - ფ. ვასკესი (78. იბორა), ნ'ზონზი, ვიტოლო, კიოტაკე (61. ბენ იედერი) - ვიეტო - სარაბია
გაფრთხილება: რ. სორიანო - კოლოძეიჩაკი, ვიტოლო, სარაბია
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-6 (5-0); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 740

ბომბარდირები: 3 - ჟერარდ მორენო (ესპანიოლი), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
9 სექტემბერი:
რეალ სოსიედადი-ესპანიოლი

10 სექტემბერი:
სელტა-ატლეტიკო, რეალი-ოსასუნა, მალაგა-ვილიარეალი, სევილია-ლას პალმასი, ბარსელონა-ალავესი

11 სექტემბერი:
სპორტინგი ხ-ლეგანესი, ვალენსია-ბეტისი, გრანადა-ეიბარი, დეპორტივო-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული