"ბარსელონა" "ლიონს" სამუელ უმტიტის ტრანსფერზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
ფრანგული კლუბის, "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა, რომ გუნდის მცველზე, სამუელ უმტიტიზე "ბარსელონას" შეთავაზება მიიღო.

ესპანელები ფრანგ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდიან.

"სამუელი, სავარაუდოდ, ჩვენს გუნდს დატოვებს. "ბარსელონას" მის ტრანსფერზე შევუთანხმდით. თუ სამივე მხარე შეთანხმდება, ის ესპანეთში გადაბარგდება.

უმტიტის შევპირდით, რომ თუ ისეთი კლუბისგან შემოვიდოდა შეთავაზება, რომელიც მას გულით სურს, ფეხბურთელს არ შევეწინააღმდეგებოდით. ყოველთვის ასე ვაკეთებთ. ასე იყო ქარიმ ბენზემას შემთხვევაშიც, როცა ის "რეალში" გადავიდა.

ახლა უმტიტი ევრო 2016-ზეა და მხოლოდ ნაკრებზე ფიქრობს. გეცოდინებათ, რომ რამი დისკვალიფიცირებულია. ამიტომ კვირას შესაძლოა
სამუელი მოედანზე ვიხილოთ", - თქვა "ლიონის" პრეზიდენტმა The Guardian-თან საუბარში.

გასულ სეზონში უმტიტიმ "ლიონის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ რა დაცვა გაუშვა ბარსამ ამეებით თუ ფიქრობენ შევსებას :D:D:D:D:D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული