ჯაბა კანკავას ყოფილ მწვრთნელ ხუანდე რამოსს "მალაგა" ჩააბარეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "მალაგას" ხელმძღვანელობამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ხუანდე რამოსი დანიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჯაბა კანკავასთან, სანდრო კობახიძესა და უჩა ლობჟანიძესთან ერთად უმუშავია, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ხუანდე რამოსს ”მალაგაში” 2003/04 წლების სეზონში უმუშავია. სხვადასხვა დროს კი ის "რაიო ვალეკანოს", "ბეტისს", "ესპანიოლს", "სევილიასა" და "რეალს" წვრთნიდა. 61 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი სწორედ უკრაინული "დნიპრო" იყო, სადაც 2010-14 წლებში მუშაობდა.

"მალაგამ" პრიმერა დივიზიონი მერვე ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული