ქარიმ ბენზემამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, ბენზემას თეძოს კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც მან "მანჩესტერ სიტისთან" (0:0) შეხვედრაში მიიღო.

ფრანგი "ქალაქელებთან" მატჩის შესვენებაზე შეცვალეს.

წყაროს ცნობით, ბენზემას თამაში ლა ლიგაში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა, მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს, თუ, რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი გადალახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული