"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ლუის ენრიკეს წასვლა თუ უნდა, არ დავაბრკოლებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ განაცხადა, რომ ლუის ენრიკე უპრობლემოდ შეძლებს გუნდის დატოვებას, თუკი ესპანეთის ნაკრების გაწვრთნას მოინდომებს.

თუმცა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი კიდევ არაერთი წლის განმავლობაში იმუშავებს "ბარსელონაში".

"ლუის ენრიკეს წასვლა ესპანეთის ნაკრებში? აქ ყველაფერი პირად მოტივებზეა დამოკიდებული. თუკი ის სანაკრებო საქმიანობითაა დაინტერესებული, შეძლებს წასვლას. ჩვენ მას ვერ დავაბრკოლებთ. ენრიკეს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს.

მაგრამ ამავდროულად, იმედი მაქვს, ენრიკე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იმუშავებს "ბარსელონაში", - აქვეყნებს მესტრეს ნათქვამს Mundo Deportivo.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ ყველაზე საინტერესოა ანაზღაურება, თუ ექნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე მახსოვს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ, სადაც მას კითხეს მწვრთნელის შესახებ რადგან პორტუგალიის ნაკრები არც თუ ისე ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდა, ნაწილობრივ კითხვაში მოურინიო უხსენეს. რაზეც მან უპასუხა პორტუგალიის ფედერაცია ძალიან ღარიბია და მოურინიოსთვის ხელფასის გადახდა მათთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა.
giorgi
14:24 30-03-2016
0

სიახლეები პოპულარული