ლა ლიგა. XXIX ტური: "ბარსელონამ" "ხეტაფეს" კოშმარი მოუწყო [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" 6 უპასუხო გოლი გაუტანა "ხეტაფეს" - 6:0 და წაუგებელი სერია 37 მატჩამდე გააგრძელა.

ლიონელ მესიმ ნამდვილი შოუ დადგა მოედანზე იმის მიუხედავად, რომ პენალტი ვერ გაიტანა - მის ანგარიშზე გოლი და სამი საგოლე პასია. დუბლით გამოირჩა ნეიმარი, გოლით (თან რა გოლით) და საგოლე პასით - არდა თურანი, ერთი გოლი ლუის სუარესის ნაცვლად მოთამაშე მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა, პირველი გოლი კი "ხეტაფეს" ნახევარმცველმა ხუან როდრიგესმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გააზრებული თამაშით, რაც ჩემმა გუნდმა აჩვენა. კარგ რიტმვში ვითამაშეთ და ბურთით საოცრებებს ვაკეთებდით. ახლა "ბარსელონა" ფორმის პიკზეა და საკუთარი ძალების რწმენა არ აკლია.

რატომ არ თამაშობს სუარესი? გამაგიჟებთ თქვენ, იყო დრო, მეკითხებოდით, რატომ ვიყიდეთ სუარესი, მერე მეკითხებოდით, რატომ არ ვასვენებდი მას. სუარესმა ძალიან ბევრი ითამაშა და გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა".
იხილეთ ვიდეო: ბარსელონა-ხეტაფე 6:0
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" 3:0 გაანადგურა "დეპორტივო" და "ბარსელონას" კვლავ 8 ქულით ჩამორჩება. გოლები საულ ნიგესმა, ანტუან გრიზმანმა და შეცვალზე შესულმა ანხელ კორეამ გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო: ატლეტიკო-დეპორტივო 3:0
Sportall.Ge

ვიგოს "სელტას" "რეალ სოსიედადთან" იაგო ასპასმა მოაგებინა, ამით "სელტა" მეხუთე ადგილზე გადავიდა.

ბარსელონა-ხეტაფე 6:0
გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (8 ს. კ.), 2:0 ელ-ჰადადი (19), 3:0 ნეიმარი (32), 4:0 მესი (40), 5:0 ნეიმარი (51), 6:0 არდა თურანი (57)

სელტა-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ასპასი (16)

ატლეტიკო-დეპორტივო 3:0
გოლები: 1:0 ს. ნიგესი (18), 2:0 გრიზმანი (60), 3:0 კორეა (83)

ვალეკანო-ეიბარი 1:1

11 მარტი
მალაგა-სპორტინგი 1:0

13 მარტი
ლევანტე-ვალენსია 15:00
სევილია-ვილიარეალი 19:00
ბილბაო-ბეტისი 21:15
ლას პალმასი-რეალი 23:30

14 მარტი
გრანადა-ესპანიოლი 23:30

1. ბარსელონა - 75 ქულა; 2. ატლეტიკო - 67; 3. რეალი - 60; 4. ვილიარეალი - 53; 5. სელტა - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული