სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ლა ლიგა. XXVIII ტური: პოკერი, დუბლი... ბომბარდირებში დიდი ბრძოლაა [VIDEO]
AutoSharing Option
11:02 07-03-2016
* კრიშტიანო რონალდო მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერაში 250 გოლი გაიტანა ლიონელ მესისა (305 გოლი) და ტელმო ზარას (251) შემდეგ, თუმცა რონალდომ ზარას უკვე გადაასწრო (252).

* რონალდომ "რეალის" მაისურით უკვე 350 გოლი გაიტანა, რისთვისაც თამაშის მერე სპეციალური მაისურაც მიიღო ფლორენტინო პერესისგან.

* "ხეტაფემ" 7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, ხოლო "სევილია" კვლავ მოუგებელია სტუმრად.

* "დეპორტივოს" ზედიზედ 12 ტურია, არ მოუგია.

* "ბარსელონამ" წაუგებელი სერია 36 მატჩამდე გაზარდა.

* ლიონელ მესი ესპანეთში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 8 ტურში სულ მცირე, 20 გოლი გაიტანა. კრიშტიანო მეორე ადგილზეა 7 სეზონით.

ტურის მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ატლეტიკომ" იმარჯვა და "ბარსასთან" ჩამორჩენა 8 ქულა დატოვა. საჩემპიონო ინტრიგა 10 ტურით ადრე მცირეა, მაგრამ ბომბარდირთა დავაში ნამდვილი ომია და თან არა მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს მონაწილეობით.

რონალდოს პოკერით
პირველ ტაიმში "სელტა" იმდენად კარგად თამაშობდა, რომ არაფერი მოასწავებდა გალისიური კლუბის საშინელ განადგურებას - იაგო ასპასს დიდებული მომენტიც ჰქონდა, ხოლო რუბენ ბლანკო დიდებულად გაუმკლავდა კრიშტიანო რონალდოსა და ისკოს სახიფათო დარტყმებს.

"რეალმა" მიზანს პირველივე ტაიმში მიაღწია - ისკოს ჩაწოდებულს პეპემ თავური შეახვედრა, რასაც ბლანკო კი გაუმკლავდა, მაგრამ კუთხურიდან იგივე გამეორდა და ამჯერად პეპეს თავური აუღებელი იყო.

აი, მეორე ტაიმში კი "რეალის" ფეხბურთელებმა ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გაიტანეს. კრიშტიანომ 26 წუთის განმავლობაში პოკერი შეასრულა. მან ყველა ტიპის გოლი გაიტანა: ინდივიდუალური, საჯარიმო დარტყმით, დასწრებაზე თითქმის ცარიელ კარში და თავური.

ბრწყინვალე გოლები გაიტანეს შეცვლაზე შესულებმაც, ხესემ და გარეთ ბეილმა - 7:1. "მარკამ" რონალდოს თამაში 9 ბალით შეაფასა.

რონალდო პრიმერას 250-გოლიანთა უკვე სამკაციან "კლუბშია". ამ ნიშნულის მისაღწევად პორტუგალიელს 228 თამაში დასჭირდა, ტელმო ზარას - 269, ლეო მესის - 289.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "შესვენებაზე ბიჭებს რაღაც ვუთხარი. ზოგი უსტვენდა რონალდოს, მაგრამ მათ ადგილას კარგად დავაკვირდებოდი, როგორ თამაშობს კრიშტიანო. პუბლიკა ყოველთვის მეტისმეტად მომთხოვნია ვარსკვლავების მიმართ. რონალდომ დღეს ოთხი გოლი გაიტანა. ის უნიკალურია. მე მაგალითად, არასოდეს გამიტანია ოთხი გოლი ერთ თამაშში. ბედნიერი ვარ, რომ ის ასე იოლად აღწევს მიზანს, რადგან ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება. სასიხარულოა, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც გააძლიერეს გუნდის თამაში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სენსაცია "ელ მადრიგალზე"
ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში "ლას პალმასს" პრიმერაში პირინეის ნახევარკუნძულზე არ მოეგო და ახლა კანარის კუნძულების გუნდმა ზედიზედ მეორე საგარეო გამარჯვება მიითვალა, თანაც, ვინ დაამარცხა? ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ვილიარეალი"!

ეს იყო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" პირველი მარცხი ნოემბრიდან მოყოლებული. გამარჯვების გოლი სტუმართა კაპიტანმა დავიდ გარსიამ თავურით გაიტანა. "მარკამ" 8-8 ბალით "ლას პალმასის" სამი ფეხბურთელი გამოარჩია: მაურისიო ლემოსი, მომო და ნაბილ ელ ჟარი.

ისევ მოუგებელ
"ვილიარეალის" მარცხით ვერ ისარგებლა "სევილიამ" და ვერ შეამცირა მასთან ჩამორჩენა 6 ქულამდე. არადა, უნაი ემერის გუნდი ძალიან ახლოს იყო სტუმრად პირველ გამარჯვებასთან, თუმცა დაუმსახურებელთან. "სევილია" "ხეტაფეს" ევერ ბანეგას საჯარიმო დარტყმის წყალობით უგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე კუთხურს ანდალუსიელთა კართან არეულობა მოჰყვა და ემილიანო ველასკესმაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაათანაბრა.

"ხეტაფეს" მეტიც შეეძლო, მაგრამ მსაჯმა საეჭვო სიტუაციაში გააუქმა მასპინძელთა გოლი - 1:1. "ხეტაფემ" 7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, ხოლო "სევილია" კვლავ ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც სტუმრად ვერ მოუგია. "მარკამ" ბანეგა გამოარჩია - 7,5 ბალი.

კვლავ მოუგებლად
"დეპორტივოს" 12 ტურია ზედიზედ არ მოუგია. არადა, "რიასორზე" "მალაგასთან" მატჩში ძალიან ახლოს იყო ამასთან ლუკას პერესის სეზონში მე-15 გოლის შემდეგ. მატჩის დასრულებამდე 10 წუთიღა რჩებოდა, მაგრამ მწვრთნელმა ვიქტორ სანჩესმა რატომღაც ლიდერები, პერესი და ფედე კარტაბია გამოცვალა, "მალაგამ" კი კიდევ ერთხელ იხეირა სტანდარტული მდგომარეობით, გოლი საკუთარ კარში ალეხანდრო არიბასმა გადაგზავნა თავით - 3:3.

დერბი, როგორც ომი
სევილიაში ანდალუსიური დერბი გაიმართა - "ბეტისმა" 2:0 დაამარცხა "გრანადა". მოვლენებით დახუნძლული მეორე ტაიმი გამოდგა, სადაც ბევრი ორთაბრძოლა, ყვითელი ბარათი და ორი გაძევება იყო. მატჩის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა, ხოაკინის ჩაწოდებულს თავი ალფრედ ნ'დიაიმ დაუხვედრა, ხოლო მატჩის მე-5 დამატებულ წუთზე რუბენ კასტრომ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. იმ მომენტში სტუმართა კარში გაძევებული მეკარის ნაცვლად მცველი ბირაგი იდგა.

მესის დუბლი
ნეიმარისა და ინიესტას გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" პრობლემა არ შექმნია სტუმრად "ეიბართან" - 4:0. დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, ერთი გოლიც მუნირ ელ ჰადადის ანგარიშზეა, ერთიც - ლუის სუარესის, რომელმაც ამ ტურში ბომბარდირთა დავაში ლიდერობა მოულოდნელად დაკარგა. "მარკამ", კრიშტიანოს გარდა, ამ ტურში კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის გაიმეტა 9 ბალი და ის მესია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაოს "ატლეტიკმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი". თავი არ გამოუჩენია არიც ადურისს. სან სებასტიანში "რეალ სოსიედადმა" ვერ მოუგო აუტსაიდერ "ლევანტეს" - 1:1.

XXVIII ტური
5 მარტი
რეალი-სელტა 7:1
გოლები: 1:0 პეპე (40), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (57), 3:1 ასპასი (61), 4:1 რონალდო (64), 5:1 რონალდო (75), 6:1 ხესე (77), 7:1 ბეილი (80)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი (77. მარსელო), ს. რამოსი, პეპე, დანილო - კოვაჩიჩი, კაზემირო, ისკო (65. ბეილი) - ლ. ვასკესი, მაიორალი (70. ხესე), რონალდო
სელტა (4-2-3-1): რ. ბლანკო - ხონი, მალიო, ს. გომესი, პლანასი - ვასი (77. ბოვიუ), მ. დიასი - ორელიანა, პ. ერნანდესი (35. რადოია), ნოლიტო - ასპასი (67. გუიდეტი)
გაფრთხილება: დანილო, პეპე - ნოლიტო, ხონი, ორელიანა
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-8 (12-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 68 467

ვილიარეალი-ლას პალმასი 0:1
გოლი: 0:1დ. გარსია (29)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბონერა, რუისი, ა. მარინი - კასტილიეხო (46. ლ. ბაპტიშტაო), პინა (71. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - ა. ლოპესი (69. ბაკამბო), სოლდადო
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. გარსია, ლემოსი, ბიგასი, გარიდო - მონტორო, მომო (84. ანხელი) - ნილი (76. დ. სიმონი), ვიერა, ელ ჟარი - ვილიან ჟოზე (71. არაუხო)
გაფრთხილება: სოლდადო - ლემოსი, მონტორო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-10 (2-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 790

ხეტაფე-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ბანეგა (79), 1:1 ველასკესი (86)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ე. ბუენდია, ველასკესი, კალა, იოდა - ხ. როდრიგესი, ლასენი (80. პედრო ლეონი) - სარაბია, მედრანი (86. შჩეპოვიჩი), ვ. როდრიგესი (76. ვანდერსონი) - ა. ვასკესი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, კოლოძეიჩაკი, ს. ესკუდერო - კარიშო, ნ'ზონზი (70. კონოპლიანკა) - დ. ფიგეირაში (53. კრონ-დელი), ბანეგა (81. იბორა), ვიტოლო - გამეირო
გაფრთხილება: ბუენდია, სარაბია, ველასკესი, კალა - ნ'ზონზი, კარიშო
კუთხური: 10-9; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-7 (3-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 6 754

დეპორტივო-მალაგა 3:3
გოლები: 0:1 შარლესი (29), 1:1 ბორხესი (43), 1:2 ნაჩო კამაჩო (63), 2:2 ფედე კარტაბია (69), 3:2 ლ. პერესი (80), 3:3 არიბასი (89 ს. კ.)
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, ფ. ნავარო, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი (68. ფახრი), მოსკერა, ბორხესი - ფედე კარტაბია (84. გუტიერესი), ლ. პერესი (85. რიერა), ლუის ალბერტო
მალაგა (4-4-2): კამენი (37. ოჩოა) - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ატსუ, რესიო, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო (46. ორტა) - შარლესი, სანტა კრუსი (54. ფორნალსი)
გაფრთხილება: ალბერტო, ბერგანტინიოსი, მოსკერა, ლოპო - ტორესი, შარლესი, კამაჩო, ალბენტოსა
გაძევება: ნაჩო კამაჩო (93)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 14-6 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 18 446

6 მარტი
ბეტისი-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 ნ'დიაი (85), 2:0 რ. კასტრო (95)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მონტოია, პეცელა, ბრუნო, ხ. ვარგასი - სებალიოსი (56. პეტროში), ნ'დიაი - მუსონდა, ფაბიანი (52. ხოაკინი), სეხუდო (31. მოლინა) - რ. კასტრო
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში (67. ფულკიე), ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - როჩინა, დუკურე, რ. პერესი (79. ფ. რიკო), საქსესი - პენიარანდა (55. ბარალი), ელ-არაბი
გაფრთხილება: პეცელა, ვარგასი, ბრუნო, მოლინა - პენიარანდა, რ. პერესი, საქსესი, ლოპეში, ბარალი, კოშტა, როჩინა
გაძევება: ვარგასი (53), ფერნანდესი (93)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-10 (4-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 43 174

ეიბარი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (8), 0:2 მესი (41), 0:3 მესი (76-პენ), 0:4 ლ. სუარესი (84)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, პანტიჩი, რამისი, ჟუნკა - ესკალანტე (84. ჰაიროვიჩი), რადოშევიჩი, დ. გარსია, ადრიანი - ბასტონი (68. ს. ბერხონი), ენრიჩი (90. ინუი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე (80. ბარტრა), მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (80. ვერმალენი), არდა თურანი (80. ს. რობერტო) - მესი, ლ. სუარესი, ელ ჰადადი
გაფრთხილება: რადოშევიჩი, რამისი, გარსია - სუარესი, მასკერანო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 7-9 (0-7); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 6 100

სოსიედადი-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 დ. რეიესი (14), 1:1 დეივერსონი (24)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (46. გრანერო), ილიარამენდი, პარდო (71. ბრუმა) - ველა, ჟონათასი, ოიარზაბალი
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, მედჯანი, ფედალი, ტონიო (84. ხუანფრანი) - ვერდუ (75. სიმაო), ვერსა, ლერმა, მორალესი - დეივერსონი, ჯ. როსი (66. რუბენ გარსია)
გაფრთხილება: პრიეტო, ელუსტონდო, ილიარამენდი - ფედალი, ლოპესი, ვერსა
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-10 (3-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 620

სპორტინგი-ბილბაო 0:2
გოლები: 0:1 ბენიატი (27), 0:2 დე მარკოსი (59)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, კანელია (77. ი. ლოპესი) - მასკარელი, რაშიდი - ჰალილოვიჩი, დანი ნდი (66. მენენდესი), ხონი (66. კ. კასტრო) - სანაბრია
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (78. გურპეგი), რაულ გარსია, მუნიაინი (66. მერინო) - ადურისი (72. ერასო)
გაფრთხილება: ვრანიეში - ლაპორტი, ბალენზიაგა
გაძევება: ლაპორტი (74)
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 5-10 (1-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 23 605

ვალენსია-ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 1:1 ჩერიშევი (28), 1:2 ფ. ტორესი (72), 1:3 ფერეირა-კარასკო (85)
ვალენსია (4-1-4-1): დ. ალვეში - კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, სიკეირა - ე. პერესი (46. დანილო) - ფეგული, ფუეგო (84. ნეგრედო), ანდრე გომეში, ჩერიშევი (61. როდრიგო) - პ. ალკასერი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კრანევიტერი (63. ფ. ტორესი), კოკე - ვიეტო (69. ფერეირა-კარასკო), გრიზმანი (88. ოლივერ ტორესი)
გაფრთხილება: სანტოსი, ფეგული - ვიეტო
გაძევება: სანტოსი (81)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-21 (3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 40 819
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

7 მარტი
ესპანიოლი-ვალეკანო 23:30

ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - არიც ადურისი (ბილბაო); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 15 - ლუკას პერესი (დეპორტივო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
11 მარტი:
მალაგა-სპორტინგი

12 მარტი:
ბარსელონა-ხეტაფე, სელტა-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-დეპორტივო, რაიო ვალეკანო-ეიბარი

13 მარტი:
ლევანტე-ვალენსია, სევილია-ვილიარეალი, ბილბაო-ბეტისი, ლას პალმასი-რეალი

14 მარტი:
გრანადა-ესპანიოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.