ჟერარდ პიკე: ხელი მომჭერით, თუ ნეიმარი "რეალში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა.

ესპანელმა მცველმა პირობა დადო, რომ "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა და დარწმუნებით თქვა იგივე ნეიმარზეც.

"ხელი მომჭერით, თუ ნეიმარი მადრიდის "რეალში" გადავიდა. მას ძალიან მოსწონს "ბარსელონა" და შეყვარებულია ამ კლუბზე. ვფიქრობ, ის დიდხანს დარჩება ჩვენთან.

რაც შემეხება მე, სხვა ლიგაში გამოვცდი თავს, როცა ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდება. შესაძლოა, ამერიკაში წავიდე. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება.

"მანჩესტერ სიტი"? ძალიან მიყვარს "იუნაიტედი", ამიტომ იქ ვერ გადავალ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს პეპ გვარდიოლა გაწვრთნის", - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004-08 წლებში გამოდიოდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული