"რეალი" რონალდოს არ პატიობს - პორტუგალიელი იყიდება

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი" სეზონის დასრულებისთანავე გუნდის პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოსთან დამშვიდობებას აპირებს, მის ნაცვლად კი მადრიდელებს მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მოყვანა სურთ.

როგორც El Confidencial-ი იტყობინება, მადრიდელები 31-წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე აქამდეც ფიქრობდნენ, მაგრამ გუშინ, "ატლეტიკოსთან" განცდილი (0:1) მარცხის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ, კლუბს საბოლოოდ გადააწყვეტინა მისი გაყიდვა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინდელი მატჩის შემდგოდ გაკეთებულ კომენტარში კრიშტიანო რონალდომ გუნდელების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და განაცხადა, რომ "გუნდში ყველა ჩემნაირად რომ თამაშობდეს, "რეალი" პირველი იქნებოდა".

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVI ტური: ზინედინ ზიდანის პირველი
მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველაფერს აქვს თავისი დრო. ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები. უკვე დაწყებულია უკან-უკან სვლა და მაქსიმუმს ორი სეზონი იქნება კიდევ მაღალ დონეზე. მართლა ჯობია გაშვება
fraternity
10:23 29-02-2016
0
ძალიან მინდა რომ ზიდანს არაფერი შეეშალოს. ის უნდა დარჩეს ჩვენს უსაყვარლეს ლეგენდად და კერპად. კრიშტის არაფერი უთქვამს სასაყვედურო, გამოთქვა წუხილი და მეტი არაფერი. ზედმეტი "კაცობები" ზიზუს არაფერში სჭირდება.ის ზინედინ ზიდანია! - ყოველგვარი დამატებითი ბლატაობების გარეშე! კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონე.ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც მაინც შავი პიარი მგონია!!!
lasha argveteli
10:23 29-02-2016
0

სიახლეები პოპულარული