ლა ლიგა. XXVI ტური: ზინედინ ზიდანის პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

მთავარი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც "ატლეტიკომ" 1:0 დაამარცხა "რეალი" და მასთან უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

"რეალმა" პირველად წააგო პრიმერაში 13 დეკემბრის შემდეგ. ეს იყო ზინედინ ზიდანის პირველი მარცხი "რეალის" თავკაცის პოსტზე.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან იმედგაცრუებული ვარ თამაშის გამო. ჩვენი პრობლემა ფიზიკურ კონდიციებში არაა, ფსიქოლოგიაშია. ჩვენი საჩემპიონო შანსები ისედაც მცირე იყო წაგებამდე და ახლა სულ შემცირდა. წავაგეთ, მაგრამ ხომ არ გავგიჟდები
ამის გამო? როცა ვიგებთ, ხომ არ ვგიჟდები? ოთხშაბათს მორიგი თამაში გვაქვს და მთელი კონცენტრაცია ამ შეხვედრაზე გადავა, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ფეხბურთელები თამაშობენ, თუ როგორ თამაშობენ, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ, სწრაფად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. შინ "ატლეტიკოსთან" წაგება "რეალისთვის" ძალიან მტკივნეული დარტყმაა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენ გუნდს თავისი ინდივიდუალური ხელწერა აქვს. კი, "ატლეტიკოს" ბოლო დროს იშვიათად გააქვს გოლები, მაგრამ ბოლო თამაშებშიც კარგად ვასპარეზობდით. დღეს კი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. გუნდმა დიდებულად გამოიყენა პრესინგი, რაშიც გრიზმანისა და ტორესის დიდი დამსახურებაა. "ატლეტიკოს" ფანებს შეუძლიათ, გუნდით იამაყონ. ინტენსიურად ვთამაშობდით, მეგონა, პრობლემები შეგვექმებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. როგორ განვიხილავ გამარჯვებას "ბერნაბეუზე"? ეს ხომ ბუნებრივია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (53)

ხეტაფე-სელტა 0:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (70)

სპორტინგი-ესპანიოლი 2:4
გოლები: 1:0 კ. კასტრო (19), 1:1 ბურგუი (41), 1:2 მორენო (48), 1:3 მორენო (58), 2:3 კ. კასტრო (62), 2:4 ლ. ერნანდესი (80 ს. კ.)

ბეტისი-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 რ. კასტრო (14), 2:0 რ. კასტრო (28), 2:1 მანუჩო (48), 2:2 მანუჩო (51)

სოსიედადი-მალაგა 1:1
გოლები: 0:1 ჩოპი (56), 1:1 აგირეჩე (81)

26 თებერვალი
ეიბარი-ლას პალმასი 0:1

28 თებერვალი
ვილიარეალი-ლევანტე 15:00
ვალენსია-ბილბაო 19:00
დეპორტივო-გრანადა 21:15
ბარსელონა-სევილია 23:30

1. ბარსელონა - 63 ქულა; 2. ატლეტიკო - 58; 3. რეალი - 54; 4. ვილიარეალი - 49; 5. სელტა - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული