სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ესპანეთის ნაკრები შესაძლოა ევრო 2016-ის მიღმა დარჩეს
AutoSharing Option
14:12 17-02-2016
ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ შესაძლოა, ერთი შეხედვით საოცარი საქციელი ჩაიდინოს - უეფა-ს საკუთარი ნაკრების ევრო 2016-ის ფინალური ეტაპიდან მოხსნა მოსთხოვოს.

"მარკას" წყარო ამტკიცებს, რომ ფედერაცია ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი ფედერაციის პრეზიდენტ ანხელ მარია ვილიარის წინააღმდეგ საქმე აღიძრება. ვილიარი ორი ესპანური კლუბის სასარგებლოდ უკანონო გადარიცხვებშია მხილებული.

მოკლედ, საქმე ერთგვარ შანტაჟთან შეიძლება გვქონდეს. ვილიარის ორმა თანაშემწემ უკვე დაწერა წერილი ფიფა-ს სახელზე, რომ ქვეყნის ხელისუფლება ფედერაციის საქმეებში უხეშად ერევა. ეს წერილი მაშინვე გაიგზავნება, როგორც კი ვილიარის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
giorgi
00:57 18-02-2016
ქებათა ქება ესპანეთის ფედერაციას! საკუთარ ქვეყანაში აგორებული სკანდალის გამო თავის თავს არ თვლის ღირსად ევროპის პირველობაზე მონაწილეობისთვის! ღირსების მწვერვალია ეს და აქამდე ასვლამდე ბევრ ქვეყანასა და ერს დიდი მანძილი აშორებს.