ლა ლიგა. XXII ტური: "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
30 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-10 წუთზე გოლი კოკემ გაიტანა. თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა ხელთ "ბარსამ" იგდო, ჯერ ლეო მესიმ გაათანაბრა, შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუის სუარესმა მასპინძლები წინ გაიყვანა.

ტაიმის ბოლოს მესისთან უხეში თამაშისთვის ბრაზილიელი ფილიპე ლუიში გააძევეს. ინტრიგა საბოლოოდ 65-ე წუთზე მოკვდა, როცა დიეგო გოდინმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და "ატლეტიკო" 9 კაცის ამარა
დარჩა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, ანგარიში აღარ შეცვლილა.

"ბარსელონა" "ატლეტიკოს" სამი ქულით უსწრებს და თამაში რეზერვში აქვს.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მესიზე ფოლის დროს ძალიან შემეშინდა. მეგონა, ლეომ სერიოზული ტრავმა მიიღო. ბოლო დროს ისეთი შედეგები გვაქვს, რომ თუ მაინცდამაინც 4:0 არ მოიგე, კატასტროფად გითვლიან. მადარდებს, რომ ვერ შევძელით თამაშის ბედის ნაადრევად გადაწყვეტა. დღეს სუარესი ძალიან კარგი იყო. მოხარული ვარ გუნდისა და ფანების გამო".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "წაგების მიუხედავად, ამაყი ვარ ჩემი გუნდის გამო. ბოლომდე ვიბრძოდით და არ დავნებდით, ასეთ სტილში წაგება შეიძლება. ფილიპე ლუიშის გაძევებისას მსაჯმა ასე გადაწყვიტა, მე გაძევებულ ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ. "ბარსელონამ" ვერ ითამაშა საუკეთესოდ, მაგრამ მოიგო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაოს "ატლეტიკმა" მადრიდში "ხეტაფეს" ინიაკი ვილიამსის გოლის წყალობით მოუგო, მასპინძლებს ბოლო წუთზე ხუან კალა გაუძევეს.

"ვილიარეალმა" "გრანადას" ბრუნო სორიანოს პენალტის წყალობით მოუგო - 1:0 და ქულებით "რეალს" გაუტოლდა.

ბარსელონა-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 კეკო (10), 1:1 მესი (30), 2:1 ლ. სუარესი (38)
გაძევება: ფილიპე ლუიში (44. ატლეტიკო), გოდინი (65, ატლეტიკო)

ეიბარი-მალაგა 1:2
გოლები: 0:1 ხუანპი (45), 0:2 სანტა კრუსი (91), 1:2 ბასტონი (94)

ხეტაფე-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 ვილიამსი (24)
გაძევება: კალა (92. ხეტაფე)

ვილიარეალი-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 ბრუნო სორიანო (55-პენ)

სოსიედადი-ბეტისი 2:1

1. ბარსელონა - 51 ქულა; 2. ატლეტიკო - 48; 3. რეალი - 44; 4. ვილიარეალი - 44; 5. ბილბაო - 34.