რაული: გამიხარდა, როცა "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაულმა Vanity Fair-თან საუბრისას განაცხადა, რომ გაუხარდა 2015 წელს "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

"გამიხარდა, როცა "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბოლო-ბოლო, "ბარსელონა" ესპანური გუნდია და ამის საჯაროდ თქმის არანაირი პრობლემა არ მაქვს.

კონკურენცია ძალიან ეხმარება გუნდებს. რომ არა "რეალი", "ბარსელონა" არ იქნებოდა ასეთ დონეზე და პირიქით.

ჩვენს დროსაც იყო კონკურენცია "ბარსელონასთან" და ეს მოგვქონდა. კონკურენცია ძალიან სასიამოვნო იყო, როცა მე ვეთამაშებოდი პუიოლს ან ჩავის", - თქვა რაულმა.

"რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბში" 16 სეზონი ითამაშა და
გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული