სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ლა ლიგა. XIX ტური: ზინედინ ზიდანმა დებიუტი 5:0 გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]
AutoSharing Option
03:06 10-01-2016
9 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" ლიონელ მესის ჰეთ თრიკით 4:0 დაამარცხა "გრანადა". აღსანიშნავია, რომ მე-4 გოლი ნეიმარმა ლუის სუარესის პასით გაიტანა და ამ უკანასკნელს დაეწია ბომბარდირთა დავაში (15-15 გოლი), მესის ანგარიშზე კი 9 გოლია.

ამ გამარჯვებით "ბარსელონა" ლა ლიგაში გალიდერდა, ქულით უსწრებს "ატლეტიკოს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სევილიამ" კევინ გამეიროს დუბლის წყალობით, დაამარცხა ბილბაოს "ატლეტიკი".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანის დებიუტი შედგა "რეალის" თავკაცის რანგში - "რეალმა" 5:0 გაანადგურა ლა კორუნიის "დეპორტივო". ჰეთ თრიკი შეასრულა გარეთ ბეილმა, ხოლო ქარიმ ბენზემას ანგარიშზე დუბლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 მესი (8), 2:0 მესი (14), 3:0 მესი (58), 4:0 ნეიმარი (83)

ხეტაფე-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ა. ვასკესი (57)

სევილია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (24), 2:0 გამეირო (59-პენ)

რეალი-დეპორტივო 5:0
გოლები: 1:0 ბენზემა (15), 2:0 ბეილი (22), 3:0 ბეილი (49), 4:0 ბეილი (63), 5:0 ბენზემა (91)

ლევანტე-ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 დეივერსონი (72), 2:0 მორალესი (81), 2:1 პ. ერნანდესი (83)

1. ბარსელონა - 42 ქულა; 2. ატლეტიკო - 41; 3. რეალი - 40; 4. ვილიარეალი - 36; 5. სელტა - 31.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.