მადრიდის "რეალში" ზიზუს ერა იწყება - ბენიტესი ზიდანმა შეცვალა

AutoSharing Option
* "რეალის" ხელმძღვანელობამ 7-თვიანი მუშაობის შემდეგ რაფა ბენიტესი მოხსნა.
* ბენიტესი "რეალში" ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა.
* ზიდანმა კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.
* ზიდანი "რეალის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელია.
* ზიდანი "რეალში" 2001-06 წლებში თამაშობდა.
* ზიდანის ხელმძღვანელობით, "რეალი" პირველად დღეს ივარჯიშებს.

გუშინ "მარკამ" ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში "დააანონსა" რაფაელ ბენიტესის მოხსნა. როცა საქმე "სამეფო კლუბს" ეხება, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი არ ცდება ხოლმე და მართლაც, ცოტა ხანში გამოჩნდა განცხადება, რომ საღამოს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საგანგებო პრესკონფერენციას გეგმავდა. საღამოს კი ყველაფერი გაცხადდა...

მძიმე გადაწყვეტილება
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ, "ვალენსიასთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, გადაწყვიტა რაფაელ ბენიტესის მოხსნა, რომელმაც "სამეფო კლუბში" დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ რაღაც 7 თვე გაძლო.

"კლუბის ხელმძღვანელობამ რთული გადაწყვეტილება მიიღო, რაფაელ ბენიტესის მოხსნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის. რაფა ბრწყინვალე პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია.

"რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, მე შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ მისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელია", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

რაფას გადაყენების მიზეზები
რაფა ბენიტესმა "რეალი" ივნისში ჩაიბარა, მას მერე, რაც გუნდი კარლო ანჩელოტიმ დატოვა. მას მერე პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ბენიტესს გადააყენებდნენ, მაგრამ კლუბში ყოველთვის უარყოფდნენ ამას და აცხადებდნენ, რომ პერესს ბენიტესის ბოლომდე სჯეროდა.

ბენიტესის გადაყენების რამდენიმე მიზეზი იყო, გუნდი არც ისე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, რის გამო ის არ მიიღო მადრიდულმა ინჩადამ. "რეალის" ფანებმა ბენიტესს იმ თამაშშიც უსტვინეს, როცა გუნდმა 10:2 მოიგო.

მაშინ, როცა "ვალენსიას" ფანები რაფას, როგორც ყოფილ თავკაცს ახლახან სამადლობელი ბანერებით დახვდნენ. ასევე სერიოზული მიზეზი იყო "რეალის" მეგავარსკვლავებთან საერთო ენის ვერ გამოხატვა. ბენიტესს გაუჭირდა ურთიერთობა კრიშტიანო რონალდოსთან, ხამეს როდრიგესთან, ისკოსთან და სხვებთან.

მართალია, ამას არავინ ადასტურებდა, მაგრამ მედიას ძნელად თუ რამეს გამოაპარებ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მით უფრო "რეალში", რომელიც ყურადღების ცენტრშია. ბენიტესის გათავისუფლების კიდევ ერთი მიზეზი, სერიოზულ მეტოქეებთან "რეალის" ცუდი შედეგებია. მადრიდელებმა წააგეს "სევილიასთან", "ბარსელონასთან" და "ვილიარეალთან", მათ ვერ მოუგეს "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას".

ზიზუ
პერესის სიტყვის შემდეგ პრესას ზინედინ ზიდანი წარუდგა:

"დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ჩემი "რეალის" თავკაცად დანიშვნისთვის. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მას მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს. დღეს მე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა "რეალთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, როგორც ფეხბურთელი. სულს და გულს ჩავდებ საქმეში და ერთად ყველაფერი გამოგვივა".

ბოლო დროს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა "რეალის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და მასთან ერთად დიდ შედეგებს ვერ მიაღწია.

"რეალი" ზიდანის ხელმძღვანელობით უკვე დღეიდან შეუდგება ვარჯიშს. დღევანდელი ვარჯიში პრესისთვის და ფანებისთვის ღია იქნება. ზიზუ "რეალის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტიპს დუბლებში ლიცენზია არ ქონდა მწვრთნელის და როგორ მოახერხეს :D
გამარჯობა
17:50 07-01-2016
0
ზიდანი ისეთი ფრანგია როგორც მე იაპინელი.
ბაია
16:03 05-01-2016
0
ზიდანი ისეთი ფრანგია როგორც მე იაპონელი.
ბაია
16:01 05-01-2016
0
დელ ბოსკეს, მორიენტესის და რაულის ცოდვა არასოდეს გაახარებს რეალს..
simartle
15:30 05-01-2016
0
ხოხ! ბატონი დათა. შაქარი შენ პირს!!! ესე იგი აწი ვთვალოთ ხომ პრიზები?
ხუმრობა იქით იყოს და იმედია წლობით ნალოლიავებ პრესტიჟს არ შეილახავს ზიზუ
gela
15:27 05-01-2016
0
ბენიტესს ფეხბურთელებმა "გაუჩალიჩეს". ისინი თავიდანვე ვერ შეეწყვნენ მის ხასიათს. არ მოწონდათ მისი მოთხოვნები გაძლიერებულ დისციპლინაზე. რამდენიმე თამაში ძალით ჩააგდეს. აშკარა იყო, შუა სეზონში შეცვლიდნენ.
0
მადრიდისტები დიდიხანია მოუთმენლად ველოდით ზიზუს რეალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას და უზომოდ გახარებული ვართ,მაგრამ ეს სიხარული არაფერია იმ სიხარულთან შედარებით რაც წინ გველოდება მომავალში ზიდანის ხელმძღვანელობით სამეფო გუნდის მიერ მრავალი ტურნირების მოგების შემდეგ.ასეა ეს.
data tutasxia
13:01 05-01-2016
0
ზიფანი ბენზემას კლუბიდან არ გაუშვებს, უფრო მეტი, ზიზუს მოსვლით ბენზემას ერა დაიწყება რეალში. საკადრო ცვლილებებით მინდა სამეფო კლუბი წარმატებული იყოს. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა უთუოდ წარმატებული უნდა იყოს
ლევან კალანდია
12:19 05-01-2016
0
მაქსილულ 3თვე.ლიგიდან გავარდნის მერე გააგდებენ...
gocha
11:54 05-01-2016
0
უბადრუკი ხალხი.ერთი ზიდანია მწვრთნელი,მეორე მეეე.საცოდავები.სულ ასე უსამართლოდ ექცევიან ყველას და ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს ეს მაიმუნების გუნდი.მზულს ეს კლუბი.ყველაზე მეტად...
gocha
11:50 05-01-2016
0
ვიცი მადრიდისტები ქოქოლას არ დაიშურებენ ჩემს მიმართ,მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი:ნამდვილად პოზიტივია ზიზუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა,ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს ვუსურვებ წარმატებებს,მაგრამ მე ვთვლი,რომ თუ პერესს უნდა რეალმა დიდი გუნდის სახე დაიბრუნოს გუნდიდან რონალდო უნდა გაუშვას.ამ ბიჭს თავისი ამაზრზენი ხასიათის გამო მალე თანაგუნდელებიც სტვენას დაუწყებენ,მითუმეტეს,რომ ამ დღეებში ის ვერცხლის ბურთსაც წააგებს და საერთოდ....გაჭედავს ამბიციებში.
sake
11:33 05-01-2016
0
რომელია ფრანგი?
status quo
11:19 05-01-2016
0
რეალის მთავარი უბედურება ფლორენტინო პერესია რომელიც თავის ბიზნესის ინტერესებს უფრო წინ აყენებს ვიდრე კლუბის.არ მესმის ამდენ არასწორ ტრანსფერს რატომ პატიობს გულშემატკივრობა.
კორიდა
11:14 05-01-2016
0
რეალი მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი კლუბია, მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არაა. დღეს მას მინიმუმ 2 კლუბი სჯობია - ბარსა და ბაიერნი
0
ეხლა ბენზემაა მოსაცილებელი და "რეალი" აღმავლობის გზას დაადგება, თუმცა არა მგონია, რომ ზიდანმა ეს "ფრანგი" გაუშვას.
rauli
10:13 05-01-2016
0
სიახლეები პოპულარული