ნეიმარი: მესის ვეძებდი, რომ გოლის გატანის შესაძლებლობა მიმეცა

AutoSharing Option
"სოსიედადთან" მოპოვებული გამარჯვების (4:0) შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ნეიმარმა, ჟურნალისტებთან მის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მზადაა.

"კონტრაქტის მიხედვით კიდევ რამდენიმე წელი მაქვს, მაგრამ მისი გახანგრძლივება მსურს და კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხს განვიხილავთ".

ნეიმარმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა.

"დიახ, თამაშის ბოლოს მესის ვეძებდი, რომ გოლის გატანის შესაძლებლობა მიმეცა. მოედნის გარეთ ის ძალიან მეხმარება. ბედნიერი ვარ, როცა მესის და ლუის სუარესს გააქვთ გოლები.

მიხარია, რომ ჩვენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის", - თქვა ბრაზილიელმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის ნამდვილი მეგობრული გუნდი....სავსე ტალანტებით და მაღალი კლასის პროფესიონალებით...
ზ უ რ ა
19:10 29-11-2015
0

სიახლეები პოპულარული