ლა ლიგა. XIII ტური: "ლევანტეს" ფეხბურთელმა 5-6 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა."ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "ბეტისს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

შეხვედრის ერთადერთი გოლი რუბენ კასტროს ანგარიშზეა, რომელმაც სტუმრები მატჩის მე-4 წუთზე დააწინაურა.

შეხვედრას არც კურიოზის გარეშე ჩაუვლია. მატჩის მე-9 წუთზე "ლევანტეს" ნახევარმცველმა ვერსამ სტუმართა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი დეივერსონმა დაახლოებით 5-6 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა ბურთი - ვერსას მსგავსად, მანაც ხარიხას მოარტყა.

"ბეტისს" ამ გამარჯვებით 18 ქულა დაუგროვდა და 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში
მე-9 პოზიციას იკავებს, "ლევანტე" კი 10 ქულით მე-19.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.

შაბათი. 28 ნოემბერი
ბარსელონა-სოსიედადი 19:00
დისკვალიფიკაცია: ილიარამენდი (სოს.)
ტრავმა: მასკერანო (?), დუგლასი, რობერტო, რაფინია, ვერმალენი - ოლასაბალი, ჟონათასი, ზალდუა, ოიარზუნი, ზურუტუზა, ნავასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +24=9-7, (83-34)

ატლეტიკო-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: გაბი - ვ. სანჩესი
ტრავმა: ფერეირა-კარასკო (?), ჯ. მარტინესი - ტონიო, სევილია, არბილია, ე. პერესი (?), ფუენტესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16=11-13, (57-52)

მალაგა-გრანადა 23:30
დისკვალიფიკაცია: რ. პერესი (გრან.)
ტრავმა: ფლავიო, კამაჩო, ანიორი (?), სანტა კრუსი (?) - რუისი (?), ტიევი, ბირაგი (?), ფულკიე (?), კრჰინი (?), ელ-არაბი (?), საქსესი (?), ლოპეში (?), ექტორი, პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=0-4, (16-9)

ლას პალმასი-დეპორტივო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკარასი (?), კასტელიანო, ა. ლოპესი, ალემანი, ვარასი (?) - ლ. ალბერტო, ხ. დომინგესი (?), ფაბრისიო (?), ბორხესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=0-6, (5-12)

სელტა-სპორტინგი 01:05
დისკვალიფიკაცია: ჯონი (სელ.)
ტრავმა: ა. ფერნანდესი (?), რადოია, ფონტასი - ალექსი (?), პ. პერესი, ს. ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=3-6, (13-10)

კვირა. 29 ნოემბერი
ხეტაფე-ვილიარეალი 15:00
დისკვალიფიკაცია: დ. სუარესი, ალექსისი - ხ. კოსტა, სოლდადო
ტრავმა: ვ. როდრიგესი, მედრანი - ბონერა, ადრიანი, ბაილი, ბაპტიშტაო, ასენხო (?), მუსაჩიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=4-15, (25-36)

ეიბარი-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: კეკო - ისკო
ტრავმა: ჯაიმე, კასტელიანო, ვერდი, რეინა, დელ მორალი - მარსელო, ს. რამოსი, მაიორალი, ვარანი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (0-7)

ვალეკანო-ბილბაო
დისკვალიფიკაცია: ზე კაშტრო (ვალ)
ტრავმა: კობენიო, რაცი, ტონიო - სოლა (?), რამალიო (?), მუნიაინი (?), ი. გომესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=8-11, (34-42)

სევილია-ვალენსია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაკუტა, კარიშო, ბეტო, ანდრეოლი, პარეხა - მუსტაფი, ნეგრედო, ალვეში, როდრიგო, ბარაგანი (?), პიატი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +17=7-21, (50-60)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული