ლიონელ მესი Goal 50-ის პრემიის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი Goal 50-ის პრემიის მფლობელი კარიერაში მეოთხედ გახდა.

გამოცემა Goal.com ყოველწლიურად თავის გვერდზე საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივრებში გამოკითხვას ატარებს. სწორედ ამ გამოკითხვის გამარჯვებულს გადაეცემა აღნიშნული ჯილდო.

გამოკითხვის შედეგად, მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გავიდა.

მესი Goal 50-ის მფლობელი 2009, 2011 და 2013 წლებში გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული